Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კანადაში სასმელი საპარიკმახეროებშიც გაიყიდება

სულ მალე კანადაში ღვინითა და ლუდით საპარიკმახეროებში, სპა-სალონებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებშიც გაუმასპინძლდებიან კლიენტებს. უფრო ზუსტად კი, ასეთი კანონის შემოღებაზე კანადის ერთ-ერთ პროვინციაში, მანიტობაში ალაპარაკდნენ. რეგიონის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სპირტიანი სასმელების რეალიზაციის საკითხი გადასახედია. ალკოჰოლური სასმელებისა და აზარტული თამაშების რეგულირების მინისტრის, დეივ ჩომიაკის თქმით, უნდა გაიზარდოს იმ დაწესებულებათა რიცხვი, სადაც ალკოჰოლური სასმელები გაიყიდება – დაწესებულებათა ჩამონათვალი კი ძირითადად საპარიკმახეროებისა და სპა-სალონების ხარჯზე გაიზრდება. მათ უფლება ექნებათ კლიენტს ღვინით, ლუდით ან სულაც კოქტეილით გაუმასპინძლდნენ, თუმცა ამისათვის, ბარებისა და რესტორნების მსგავსად, მათაც სპირტიანი სასმელით ვაჭრობის ლიცენზია უნდა მოიპოვონ. “ჩვენთვის ეს შესანიშნავი შემოთავაზება იქნება. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენმა ერთ-ერთმა კლიენტმა ინატრა – ახლა სრული ნეტარებისათვის მხოლოდ ერთ ჭიქა “მანჰეტენს” თუ ვისურვებდიო,” – განაცხადა კიტი ბერნსმა, რომელიც მანიტობას დედაქალაქ უინიპეგში სილამაზის სალონის მფლობელია. ქალბატონმა ბერნსმა ამ კანონის მხარდასაჭერად ასეთი მაგალითიც მოიყვანა: პატარძლები, რომლებიც სალონში ქორწილისათვის ემზადებიან, თითო ჭიქა კოქტეილს მიირთმევენ და ფრიად ამაღელვებელი ცერემონიის წინ დაძაბულობისაგან გათავისუფლდებიან. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთი ამერიკის ზოგ სახელმწიფოში, ბარებისა და რესტორნების გარდა, სხვა ბევრ დაწესებულებას აქვს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის უფლება. თუმცა ამ სასმელების გაყიდვა არც ისე იოლია – უპირველეს ყოვლისა, დაწესებულებამ სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის ლიცენზია უნდა მოიპოვოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.