Home
ქართული | English
დეკემბერი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“განსაკუთრებით ქარვისფერმა ღვინოებმა აღგვაფრთოვანა არომატებითა და უნიკალურობით” - International Wine and Spirit Festival

ქართული ქარვისფერი ღვინოები მსოფლიოში სულ უფრო და უფრო  მეტ პოპულარობას იძენს. IWSC ქართულ ქარვისფერ ღვინოებსა და საქართველოზე წერს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ამ 2 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. გაიზარად ღვინის საწარმოთა რაოდენობა, ექსპორტის რაოდენობა, ღვინის ბარები, მარნები.

დიდ ღვინის საწარმოებსა და ძალიან პატარა მარნებს შორის ის პატარა შუალედი ქართულ ღვინოს უფრო აქტუალურს ხდის. ამას გაერთიანებულ სამეფოშიც შეამჩნევთ, ქართული ღვინის ხელმისაწვდომობა იზრდება იმპორტიორთა რაოდენობასთან ერთად, რომლებიც ძალიან აფასებენ ქართულ ღვინოს” - წერს ავტორი. 

როგორც ვკითხულობთ, დეგუსტაციის კვირეული სხვადასხვა ღვინის მაღაზიასა და ბარში ჩატარდა. “კვირეული ნინო მერის ღვინის მარნიდან დავიწყეთ. ნინოს ქვევრის ღვინოები აქვს, ძალიან წმინდა, არომატული და ხარისხიანი, პატარა მაღაზია კი, აგურებითაა გაწყობილი. ზემოთ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ცოტა უფრო დატვირთულ უბანში “ღვინის ვაჭრებს” შეხვდებით, სადაც ძალიან ფართო არჩევანია სხვადასხვა სტილის ღვინოების”. ავტორი ახაგაზრდა მეღვინეებზეც წერს: “ძალიან სასიამოვნოა, რომ ბევრი ახალგაზრდა მეღვინე გამოჩნდა. Tevza wines, გიორგი თევზაძის ახალი პროქტია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ქართულ ღვინის საწარმოებში. “ივანე ნარეკლიშვილის მარნის” ღვინოებს კი უკვე ლონდონის საუკეთესო რესტორნებშიც აღმოაჩენს”.

სტატიაში ნახსენებია ისიც, რომ ძირითადად სხვადასხვა კონკურსებზე შედარებით მცირე ზომის მარნები იმარჯვებენ ხოლმე, ეს ძალიან კარგია, რადგან დიდი სტიმულია სხვებისთვის ამდენი ჯილდო, დასასრულს კი ქარვისფერ ღვინოებზე ვკითხულობთ:

თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ ქარვისფერმა ღვინოებმა მოახდინა, არაჩვეულებრივი არომატებითა და უნიკალურობით. ყველა გაოცებული იყო ღვინის ხარისხით, პატარ-პატარა დეტალებით. ქვევრში ქარვისფერისა და წითელი ღვინის დაყენება საკმაოდ შრომატევადია და ღვინოსა და მეღვინის ძალიან ფაქიზ ურთიერთობას მოითხოვს”.

როგორც ვკითხულობთ, IWSC-ის ჯგუფს განსაკუთრებით მოეწონათ “გოგი დაქიშვილის”, “შატო ბუერას”, “ვაზისუბნის”, “პაპარის ველისა” და სხვა მცირე მარნების ღვინოები. სტატიას სრულად შეგიძლიათ IWSC-ის გვერდზე გაეცნოთ.   

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული