Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღორის ხორცის რულეტი შავქლიავათი და ვაშლით

საჭირო მასალა: 500-600 გ ღორის ხორცის ფილე, 1 დიდი ვაშლი, 150 გ შავქლიავას ჩირი, 2 ს.კ. მაიონეზი, 2 კვერცხი, 1-2 ს.კ. რძე, 1-2 ს.კ. ფქვილი, 0,5 ჭიქა წყალი ან ხორცის ბულიონი, 2 დაფნის ფოთოლი, მარილი, თეთრი და შავი პილპილი – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად

მომზადებახორცის ნაჭრები თხლად დაჭვრით და დავბვგვოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შავქლიავას ჩირს დავასხათ მდუღარე წყალი, რომ დარბილდეს.

ვაშლი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ამავე ზომაზე დავჭრათ გადაწურული შავქლიავას ჩირი, შემდეგ შევურიოთ ერთმანეთს მაიონეზთან ერთად. ხორცის ფენებზე მოვათავსოთ გულსართი, გადავახვიოთ რულეტები და შევკრათ ხის ჩხირებით. კვერცხი, რძე და ფქვილი კარგად გავთქვიფოთ, ამოვავლოთ რულეტები და შევწვათ ზეთდასხმულ ტაფაზე. ამის შემდეგ რულეტები ჩავაწყოთ ღრმა ტაფაში, დავასხათ 0,5 ჭიქა ადუღებული წყალი, დაფნის ფოთლები და დაბალ ცეცხლზე თავდახურული ვშუშოთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სანამ ხორცი არ დარბილდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული