Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტარიელ ლომთაძის მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (27)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარანი სოფ. ხვანჭკარაში  XX ს-ის 50- იან წლებში მამაჩემმა, შერმადინ ლომთაძემ ააშენა, პირველი ქვევრები მან ჩააწყო და ყოველ წელს ტრადიციული მეთოდით აყენებდა ღვინოებს: ,,ალექსანდროულს“ და ,,წულუკიძის თეთრას“. მეღვინეობა ოჯახის ტრადიციაა. 2015 წ. გადავწყვიტე გამეახლებინა მარანი და ქვევრის ღვინოებთან ერთად დამეყენებინა ნავევრადტკბილი ღვინოები: ,,ხვანჭკარა“ და ,,თეთრა“.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ვენახში გაშენებული მაქვს: მუჯურეთული, ალექსანდროული და წულუკიძის თეთრა. მაქვს შავი კაპისტონის მცირე რაოდენობა, ვფიქრობ სამომავლოდ სწორედ ეს ჯიში მოვაშენო.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებ ღვინოებს: ,,ხვანჭკარა“ და ,,თეთრა“. ღვინის ხარისხი მოგეხსენებათ ვენახიდან და ყურძნის ხარისხიდან იწყება. მიწას ორგანული სასუქით ვანოყიერებ. ყველა ოპერაციას თავად ვაკეთებ და ვუძღვები. დაკრეფილ ყურძენს ხელით ვახარისხებ და ვწურავ ყოველგვარი ტექნიკის ჩარევის გარეშე. ვაყენებ ნატურალურ ღვინოს ყოველგვარი დანამატების გარეშე.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ღვინის გაყიდვა მაღაზია ,,ღვინის გალერეამ“ გვირჩია. ბოთლში ჩემოსხმული ღვინო, პირველად სწორედ ამ მაღაზიაში შევიტანეთ. ამას მოყვა მაღაზიები ,,ვინომანია“, ,,ვინოთეკა“ და ,,g.vino”. ახალი ღვინის ფესტივალზე მონაწილეობამ გაზარდა ჩემი ღვინის ცნობადობა და ამ ღვინით დაინტერესებაც.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჩემი ღვინო მხოლოდ ქართულ ბაზარზე იყიდება.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ამ სფეროში ცოდნასთან ერთად საჭიროა დიდი ფინანსებიც, რათა  მოახერხო განვითარება. ვფიქრობ, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეებს. ჰქონდეთ მათ ინფორმაცია ფონდების და დაფინანსების შესახებ.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

საჭიროა მეტი განათლება. ღვინის თემით ახალგაზრდების დაინტერესება-ინფორმირება. ღვინის ისტორიის გაცნობა, მისი შეფასების და სამომხმარებლო კულტურის ამაღლება.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყებ მევენახე- მეღვინეებს ვურჩევ საქმე აკეთონ დიდი სიყვარულით, ცოდნით და შემართებით. ვფიქრობ, ხარისხიან ნატურალურ ღვინოს აქვს წარმატებული მომავალი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტარიელ ლომთაძის მარანი

მისამართი: ამბროლაურის რ-ნი. სოფ. ხვანჭკარა

ტელეფონი: +995 599 31 46 31

ელფოსტა: winelomtadze@gmail.com

ვებ/ფეისბუქ გვერდი: Lomtadze family wine

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული