Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მე-15 „ახალი ღვინის ფესტივალი“ 11 მაისს გაიმართება

როგორც ყოველთვის, წელსაც, „ახალი ღვინის ფესტივალი“ მაისის მეორე შაბათს გაიმართება. 11 მაისს „ღვინის კლუბი“ მე-15-დ უმასპინძლებს ქვეყნის ყველაზე დიდ ღვინის დღესასწაულს, რომელსაც უკვე ტრადიციულად, მთაწმინდის პარკი მასპინძლობს. ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, findwines.ge. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, ღვინის ბარი Wasserstrasse.

როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა. ახალი ღვინის ფესტივალი 2024 მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2023 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას გპირდებათ.

“ახალი ღვინის ფესტივალის“ მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ.

“ახალი ღვინის ფესტივალს“, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

დეტალური ინფორმაცია მე-15 „ახალი ღვინის ფესტივალის“ შესახებ (მონაწილეობის პირობები, ღონისძიებები და სხვ.) მარტის დასაწყისში გამოქვეყნდება.

„ღვინო ყველასათვის, ყველა ღვინისათვის!“

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული