Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნანუა - მცირე მარნების ანთოლოგია (105)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩემი წინაპრები ისტორიულად მემარნეები იყვნენ და სამეფო მარანში აყენებდნენ ღვინოს. უბანს სადაც გავიზარდე მემარნეების უბანს ეძახიან. უშუალოდ ჩემი დიდი ბაბუა ნანუა ( ივანე) ჩუბინიძე ხელმძხვანელობდა სამეფო მარანს რუსეთისაგან ოკუპაციამდე და სამეფოს გაუქმებამდე. ვაზი, ღვინო და ქართული სუფრა ჩემთვის ბუნებრივი და მშობლიურია. ბავშვობიდან ვიყავი ჩართული ვენახის მოვლის და ღვინის დაყენების საქმეში მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის ძირითადი საქმე. რამოდენიმე წლის წინ გარემოაბათა დამთხვევის გამო და ღმერთის ნებით ეს საქმე ჩემთვის ძირითად და ერთადერთ საქმიანობად გადაიქცა.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- ვაზის ჯიშები მრავლად მაქვს გაშენებული. ყოველწლიურად ვამატებ სხვადასხვა ჯიშებს, ამჟამად დაახლოებით 100 ჯიში მაქვს კოლექციაში. ძირითადად იმერული და დასავლეთ საქართველოს ჯიშები მაქვს. ზოგიერთი ძალიან იშვიათი ჯიშია რომლებიც ერთეული ძირების სახით თუ მოიპოვება. ასეთი იშვიათი ჯიშების დაკვირვება შესწავლა და გამრავლება ყველაზე საინტერესო პროცესია ჩემთვის. განსაკუთრებული რიტუალი არაფერი მაქვს , ვაზთან როგორც ცოცხალ და მგრძნობიარე არსებასთან ისე ვურთიერთობ. ვცდილობ მუშაობის პროცესში კარგ განწყობაზე ვიყო.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- მცირე რაოდენობით ბევრ სხვადასხვა ღვინოს ვაყენებ მაგრამ რაოდენობრივად და სარეალიზაციოდ ძირითადად ოცხანური საფერე, ცოლიკოური, ციცქა და კრახუნა მაქვს. 

რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ

რთველიდან ღვინის ჩამოსხმამდე მრავალი საინტერესო და საყვარელი პროცესია თუმცა ყველაზე სასიამოვნო რთველისთვის სამზადისი , ჭურების რეცხვის პროცესია. ბევრისთვის შესაძლებელია უცხოა და ძნელად წარმოსადგენი მაგრამ ჭურის სარეცხი ეკლის ( თაგვისარა) მოთხრა , გამზადება და ჭურის რეცხვა , განსაკუთრებით როდესაც ჭური გარე სივრცეშია ერთგვარი სასიამოვნო რიტუალია. 

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა

საქართველოში ღვინის გაყიდვის პირველი გამოცდილება არცთუ ისე სასიამოვნო გასახსენებელია, სამწუხარო ფაქტია რომ  არიან არაკეთილსინდისიერი გადამხდელები და მარნების უმეტესობას საკუთარ შეცდომებზე უწევთ სწავლა. მინდა ავღნიშნო რომ ერთერთი ყველაზე საიმედო გადამხდელი იყო და არის 8000 მოსავალი.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

დიახ გადის მცირე რაოდენობით. დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ბელგია.

რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?-

- სირთულეების გარეშე არანაირი საქმიანობა არ არსებობს, განსაკუთრებით სირთულეებს ვაწყდები ვენახის გაშენებისა და მოვლის პროცესში, საჭიროა დროულად და ხარისხიანად სამუშაოების ჩატარება რაც დიდ სირთულეს წარმოადგენს. საქართველოში ბევრი მეღვინე გვყავს და ცოტა სწავლული მევენახე. საჭიროა ამ ორი პროფესიის ერთდროულად მცოდნე ადამიანები

რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად საჭიროა მაღალი ხარისხის ყურძენი

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის

- თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისათვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფდი ქართული ვაზის ჯიშების სიმრავლისა და ნიადაგურ კლიმატური მრავალფეროვნების სინთეზს. საჭიროა მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით სხვადასხვა ჯიშისათვის შესაბამისი ტერუარის შერჩევა და შესაბამისი ტიპის ღვინის წარმოება.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- დამწყებ მევენახე მეღვინეებს ვურჩევდი , რომ ვაზს არ შეხედონ როგორც უსულო საგანს და ღვინო არ აღიქვან როგორც მხოლოდ ალკოჰოლი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული