Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

მოხარშული კვერცხი სოკოს ფარშით

საჭირო მასალა: 10 ცალი კვერცხი, 100-250 გ. სოკო, 2 თავი ხახვი, რამდენიმე ღერი ოხრახუში და კამა, 1 კონა მწვანე ხახვი, 1-2 ს.კ. სქელი არაჟანი. მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: კვერცხი მოვხარშოთ, გავაციოთ და გავჭრათ შუაზე. ამოვაცალოთ გული. სოკო წვრილად დავჭრათ და ხახვთან ერთად მოვშუშოთ, დავუმატოთ სანელებლები, წვრილად აკეპილი მწვანილი, არაჟანი და კვერცხის გული. მომზადებული გულსართით დავტენოთ კვერცხის ცილები და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
 
©ღვინის კლუბი/vinoge.com

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234