გამოქვეყნებულია: 12 მაისი, 2025 - 16:02
სტილი: ქვევრის ვარდისფერი მშრალი ღვინო, 2 კვირა ჭაჭაზე და 5 თვე ლექზე დავარგებული ქვევრში.
ადგილი: გურია, ჩოხატაური, ბუკისციხე.
ჯიში: ჩხავერი
ალკოჰოლი: 12%
ფერი: მკრთალი ძოწისფერი
სურნელი: საადრეო ვაშლის, ალუბუხარი ქლიავის, მწიფე ტყემლის ტონები აქვს.
გემო: მაღალმჟავიანი, გამჭოლი ღვინოა, დასამახსოვრებელი გემოთი.
კერძი: მდინარის შეწვარი თევზი, ბოსტნეულის სალათები, გურული ღვეზელი, პაშტეტები
მიტანის ტემპერატურა: 11–13°
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი