Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანეთში ლუდის მოხმარება მცირდება

ლუდი და ლაგერი ბრიტანელებისთვის აღარ არის ისეთი პოპულარული სასმელი, როგორიც წინათ იყო. სტატისტიკური მონაცემებით, სიდრის, ღვინისა და შამპანურის გაყიდვების რიცხვი იზრდება, ხოლო ლუდის კი ისევუცვლელია. მაგ., გასულ წელს, ლუდის გაყიდვებიდან მიღებული თანხა არ შეცვლილა და შეადგენდა 3,3 მილიარდფუნტს.

ლაგერი "სტელა" გაყიდვების თვალსაზრისით ბრიტანეთში 10 საუკეთესო სასმელთა რიცხვში შედიოდა. ამჟამად მისი გაყიდვების სიდიდე შემცირდა 4%-ით 516 მლნ ფუნტამდე. ამას გარდა, შემცირდა ლაგერ Carling-ის გაყიდვაც, რომელიც მეორე ადგილზე იყო რეიტინგით. მისი გაყიდვა შემცირდა 3%-ით და თანხამ 363,2 მლნ ფუნტი შეადგინა.

ამ რეიტინგში აღმოჩნდა 4 სახეობის ღვინო – Hardy`s, Gallo, Blossom Hill და Jacob’s Creek.

შარშან ღვინის გაყიდვის მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა, შუშხუნა ღვინის 3%-ით, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს სიდრს, რომელიც ამჟამად ყველაზე მოდურ სასმელად ითვლება. მისი გაყიდვების რიცხვმა 19%-ით მოიმატა.

აგრეთვე, სიდრი Strongbow-ს გაყიდვამ მოიმატა 23%-ით და 165,2 მლნ ფუნტს მიაღწია, ხოლო Magners-ისა და Bulmers-ისამ კი შესაბამისად - 65% და 380%-ით.

ჯერჯერობით უცნობია, ლუდის მოხმარების შემცირება დროებითი მოვლენაა, თუ შესაძლებელია პროცესის კიდევ უფრო გაგრძელება.

 

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული