Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ბარი თვითმფრინავში

როგორც ცნობილია, თვითმფრინავით ფრენის შიში უამრავ ადამიანს ტანჯავს. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო აეროპორტში კაფე-ბარები გაუქმებულ თვითმფრინავებში განთავსდა. მგზავრთათვის დაძაბულობის მოხსნასა და ფრენის ფობიის დაძლევას ასეთი ორიგინალური მეთოდით ცდილობენ, მაგალითად, შვეიცარიაში, ციურიხის საერთაშორისო აეროპორტში განლაგებულ ბარ Runway 34-ში. საბჭოთა წარმოების საჰაერო ხომალდ ,,ილ 14”-ის ერთ-ერთ ფრთაში ბარია მოწყობილი, მეორე ფრთა კი მოსასვენებელ კუთხესა და რესტორანს ეთმობა. 

შვედეთში, სტოკჰოლმის აეროპორტში, კომფორტული ბარისა და ჰოსტელის მოსაწყობად ბოინგ 747-ია გამოყენებული. საკუთრივ ბარი, რომელსაც სახელად Jumbo  ეწოდება და მხიარულ ფერებშია გადაწყვეტილი, თვითმფრინავის კუდშია განთავსებული.

ინგლისში, უორკშირის საგრაფოს აეროპორტ კოვენტრიში ბარი ამერიკული ხომალდის - ის სალონშია განთავსებული. ბარში ერთდროულად 40 ადამიანი ეტევა და ყველანაირი კომფორტია შექმნილი მშვიდ გარემოში დასანაყრებლად და კოქტეილის დასაგემოვნებლად. კოლორადო სპრინგსის (კოლორადოს შტატი, აშშ) აეროპორტში ბარი ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილ ბოინგში გამართეს. ბარი 42 პერსონაზე გათვლილი.

იტალიელები კი არც ამ შემთხვევაში ღალატობენ ტრადიციას და რომის აეროპორტ ფიუმიჩინოში თვითმფრინავში პიცერია Alta Quota გახსნეს. პიცერიის გარდა თვითმფრინავის სალონში ულამაზესი ორანჟერეაც არის მოწყობილი.  

©ღვინის კლუბი/vinoge.com

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123