Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე – გადაცემა "ბიზნესის დრო" TV9



იხ. გადაცემის მეორე ნაწილში.



არადა მნიშვნელოვანი თემაა, თანაც უკვე დღეს როცა უკვე ვიცით რომ ქართული ღვინო შევიდა რუსულ ბაზარზე. გარკვეულ წილად გასაგებია ქართველი ღვინის მწარმოებლების ეიფორია, მაგრამ რატომღაც ხანგრძლივ შედეგებს თუ გავითვალისწინებთ მე პირადად უფრო ნეგატიურად ვაფასებ რუსული ბაზრის გახსნას. ერთი საშიშროება ის არის, რომ ქართული ღვინის წარმოება კვლავ დაუბრუნდება მასობრივ და აქედან გამომდინარე იაფიან პროდუქციას, რის შედეგადაც 2005-დან მოყოლებული დღემდე გაწეული შრომა ასე რომ ვთქვათ წყალში ჩაიყრება, რადგან მე პირადად გამორიცხულად მიმაჩნია, რომ დღევანდელი ფასების ქართული ღვინო 2005 წლამდე რუსულ ბაზარზე გაყიდული ღვინოების რაოდენობას მიუახლოვდეს. აქ ვერ დავეთანხმები გიორგის როცა ამბობს, ქართული ღვინის ფასი არ გაზრდილაო. რა თქმა უნდა გაიზარდა და ასეც უნდა იყოს, უფრო მაღალხარისხიანი პროდუქცია უფრო ძვირი უნდა ღირდეს. მეორე საშიშროება კიდევ ისაა, რაც ყველამ კარგად ვიცით - რუსსეთთან არსებული მსხვრევადი ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის და ემბარგოს გამეორების საშიშროება. გეთანხმებით ორთავეს, როცა ამბობთ რომ ბოთლის ღვინის ფალსიფიცირების საშიშროება უფრო ნაკლებია ვიდრე ჩამოსასხმელის, მაგრამ აქვე შეგახსენებთ რუსეთში ღვინის ექსპორტის მესამე კონტრას: ვთქვათ მივაგენით ფალსიფიცირებულ ქართულ ღვინოს რუსეთის ბაზარზე, მე მაინტერესებს რა სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა მიგაჩნიათ შესაძლებლად და რომელ სასამართლოში. მე მგონი მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ ჩემი სკეპტიციზმით. არ შეიძლება აქ მალხაზის მოსაზრება არ გაიზიარო და თქვა რომ ქართული ღვინის ფეხზე დაყენება მხოლოდ საშუალო და მაღალფასიან ღვინოშია, ეს არის ერთადერთი გზა წარმატებისკენ. და ამ გზაზე არა მგონია რუსეთის ბაზარი დაგვეხმაროს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული