Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Winexpo 2022-ის არჩევანი

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 საერთაშორისო გამოფენა დასრულდა

ელენე ცინცაძე

10-12 ივნისს თბილისში Winexpo 2022 გაიმართა. ღონისძიება სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა, ღვინის გამოფენასთან ერთად ExpoGeorgia-სა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თანაორგანიზებით, Sommeliers’ Choice Award გაიმართა. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრების, აგრეთვე Horeca სექტორისა და ღვინის ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ მონაწილე კომპანიების ღვინო შეაფასა და მათ შორის ხარისხისა და ფასის შეფარდების მიხედვით საუკეთესოებს ჯილდო გადასცა.

გამოფენის პირველ დღეს 2021 წლის საერთაშორისო ღვინის კონკურსის გამარჯვებული ღვინოების (ოქროსა და ვერცხლის) დეგუსტაცია იყო. მეორე დღეს კი ღვინის ექსპორტის ფორუმიც გაიმართა, რომელიც მოიცავდა შეხვედრებს ღვინის იმპორტიორებთან, მწარმოებელთათვის პრაქტიკულ რჩევებსა და დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა ქვეყნის ღვინის ბაზრის განხილვას. იყვნენ იაპონიის, პოლონეთისა და ჰოლანდიის წარმომადგენლები. მოხსენებები წაიკითხეს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა და ირმა ჭანტურიას სახელობის ლაბორატორიის დირექტორმა. Sommelier Choice-ის გარდა გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიები, მათი ბრენდინგი და მონაწილეობა შეაფასეს მარკეტოლოგებმა, დიზაინერებმა და სხვა ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა. Marketers Choice კი გამორჩეულ კომპანიებს გადაეცა, რჩეულებს შორისაა „ველეულა“, რომელიც Marketer’s Choice-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, გასულ წელს, ნოემბერში „ახალი ღვინის ფესტივალი“ სწორედ ველეულას უსახელოურით გაიხსნა.

„ვაინექსპოზე“ საუბრობს მეღვინეობა „ეკლიფსე“, რომლის 6 სახეობის ევროპული ტექნოლოგიით დაყენებული და ლონდონის ღვინის ფესტივალზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ღვინოები იყო წარმოდგენილი: „WinExpo ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ B2B მიმართულება გვეხმარება კომპანიებს ექსპორტზე აქტიურად ვიყოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი ღვინოები, დავანახოთ სხვებს ჩვენი ღვინის ხარისხი და მისი შესაძლებლობები. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან საინტერესოა ჩვენი აქ ყოფნა, WinExpo-ს კი დიდი მადლობა ამისთვის“.

„მეღვინეობა პი“-ს წარმომადგენელი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია მარნებისა და ქართელი მეღვინეებისთვის:  „ძალიან გვიხარია, რომ ვმონაწილეობთ და ვაცნობთ ჩვენს ღვინოებს ქართველ და არამარტო ქართველ მომხმარებელს, ვიმედოვნებთ, რომ ღვინის მოყვარულთა საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება“. გამოფენაზე მათ, როგორც ევროპული ტექნოლოგიით დაწურული, ისე ქვევრში დაყენებული აკურა და წინანდალი წარადგინეს, ასე 2021 წლის მოსავლის საფერავი 17 წლის საფერავის ვენახებიდან.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბევრი ახალი მარანი, რაც ძალიან საინტერესოა ღვინის მოყვარულთათვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სექტორის მომავალი განვითარებისთვის. მარანი „ფერსვი“ 2017 წელს აღადგინეს და ახლა იმერული ჯიშებიდან აწარმოებენ ღვინოებს ქვევრში - ციცქას, კრახუნას, ცოლიკოურს, ძელშავსა და ოცხანურ საფერეს. როგორც მარიამ მინაძე საუბრობს, ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სწორედ ისაა მათთვის, რომ წინაპრების ტრადიციას აგრძელებენ, იმას აკეთებენ, რასაც მათი დიდი ბაბუა აკეთებდა წლების წინ: „განსაკუთრებით სასიამოვნო წინაპრების საქმის გაგრძელებაა, მით უმეტეს მაშინ, როცა მთელი ოჯახი, სამი და-ძმა და მშობლები, ჩართულები ვართ ღვინის დაწურვა-დაყენების პროცესში. ეს საქმე ჩემმა ძმამ წამოიწყო და თანდათან ყველა წევრი შეურთდა, ახლა ნამდვილად საამაყოა ჩვენთვის, რომ ჩვენი ღვინო შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გადის ექსპორტზე“.

Sommeliers’ Choice Award-ზე მთლიანობაში 66-მა ღვინომ გაიმარჯვა, მათ შორისაა:

ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო, მუკუზანი, წითელი მშრალი

„მტევინო“, რქაწითელი, თეთრი მშრალი

„შაბო“, კაბერნე, წითელი მშრალი

„ხიტირის მარანი“, საფერავი, წითელი მშრალი

„სიმონ ჩხეიძის ღვინის მარანი“, ობშური ცოლიკოური

„მილდიანი“, საფერავი, წითელი მშრალი

„შატო ველისი“, საფერავი, წითელი მშრალი

„მეღვინეობა ბინეხი“, ცოლიკოური, თეთრი მშრალი და ა.შ

„შატო გრემისოს“ დამფუძნებელი, რომლის ქვევრის საფერავმაც „სომელიეს არჩევანის“ ჯილდო დაიმსახურა, მარანზე საუბრისას აღნიშნავს იმასაც, რომ მათთვის WinExpo-ზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. „გრემისო“ ღვინოს ტრადიციული მეთოდით აყენებს, ქვევრში. 7 თვის ღვინის ქვევრში გაჩერების შემდეგ აპრილის ბოლოს ღვინოს იღებენ: „ჩვენი ვენახი გრემის ისტორიულ ქალაქშია გაშენებული. ძირითადად ორი სახის ღვინოს ვასხამთ, საფერავსა და თეთრს. ჩვენს მარანში რამდენიმე წლის დაძველებული ღვინოებსაც შეხვდებით“.

10-12 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენამ ერთ სივრცეში შეკრიბა ღვინის ადგილობრივი მწარმოებლები, მათ შორის მცირე და საშუალო მარნები. ადგილობრივი მწარმოებლების გარდა „ვაინექსპო“ 2022-მა ღვინის ტექნოლოგიებსა და დამხმარე მასალების მომწოდებელ საერთაშორისო კომპანიებსაც უმასპინძლა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.