Home
ქართული | English
ივნისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საზაფხულო ღვინოები ცხელი ამინდებისთვის

ჰაერი დამძიმდა, დათბა, დღე გაიზარდა, წვიმიანი მაისი ნელ-ნელა მიიწურა. წითელი, ტანინიანი ღვინოები ისეთი აქტუალური აღარ არის, ღვინის მოყვარულები თეთრ, მსუბუქ და მაღალმჟავიან ღვინოებს ირჩევენ გასაგრილებლად სასიამოვნო საღამოებისთვის. ბევრისთვის საუკეთესო საზაფხულო სასმელი საშუალო ან მსუბუქი სხეულით, ციტრუსის არომატითა და მკვეთრი დაბოლოებით ხასიათდება, ზოგი კი ჟოლოს ტონებს, რაფინირებულ, საინტერესო ღვინოებს არჩევს ან შედარებით მსუყე ვარდისფერ, კენკრის არომატებით მდიდარ სხეულიან ღვინოებს. 

იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ ზაფხულში ღვინო თბილი არ უნდა იყოს. ყველაზე აქტუალური თეთრი და ვარდისფერი ღვინოებია, ასევე ცქრიალები, თუმცა ქარვისფერებიც არ უნდა დაგვავიწყდეს.  საზაფხულო ღვინოები როგორც წესი ბსუბუქი უნდა იყოს, მაღალმჟავიანი, ხალისიანი. იქამდე, სანამ ქართულ საზაფხულო, გამაგრილებელ ღვინოებს გირჩევდეთ, უცებ იმასაც გადავავლოთ თვალი, რას მიირთმევენ ცხელ ამინდებში ესპანელი, იტალიელი და ფრანგი ღვინის მოყვარულები. 

Albariño ესპანური მაღალმჟავიანი ღვინოა. მინერალური და ციტრუსის არომატებით ხასიათდება. აქვს გამორჩეული გრეიპფრუტის, ლაიმის, თაფლისა და ფორთოხლის ცედრის არომატები,  განსაკუთრებით ზღვის პროდუქტების კერძებს უხდება. არის მსუბუქი, ნაკლებად ტკბილი ღვინო, რომელიც მარილიან თევზთანაც შეგიძლიათ მიირთვათ, როგორიცაა ბასი ან კალმარი, ძალიან უხდება ხამანწკებსა და მიდიებს. გირჩევთ Katia Alvarez-ის Albariño-ს, რომელიც ძალიან სასიამოვნო დაბოლოებითა და გემური თვისებებით ხასიათდება.

Pinot Grigio - პინო ნუარის მუტაციური ჯიშია და ახასიათებს ციტრუსის, მწვანე ვაშლისა და თეთრი ატმის არომატები. თუ პინო გრის მაღალი მჟავიანობა აქვს, შარდონეზე მშრალი ღვინოც კი შეიძლება გამოვიდეს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელია Cavit, რომელმაც 2017 წელს პირველად Pinot Grigio-ს საერთაშორისო  დღე გამოაცხადა. ძალიან უხდება მოხარშულ ან კარაქში შემწვარ ლობსტერს, კრევეტებს ნივრითა და ლიმონით, ასევე ძალიან კარგად მიდის შემწვარ ქათამთან და ბოსტნეულთანაც. 

Sauvignon Blanc - ალბათ, ამ ღვინის აღმოჩენა ბევრისთვის მოსალოდნელიც იყო. მას განსხვავებული არომატები აქვს ტერუარების მიხედვით, ყველაზე ხშირად შავი მოცხარის, ციტრუსის, ყვავილების, თეთრი ხილისა და ლიმონის ნოტებს ამოიცნობთ. ძალიან უხდება ბარდას, სალათებს, გოგრას, თევზსა და ზღვის პროდუქტებს ბევრი მწვანილითა და პესტოთი. გამოირჩევა მსუბუქი ტექსტურითა და “სიხალისით”, რომელიც ზაფხულის დღეებში ძალიან საჭირო რამაა. 

Chardonnay - შარდონეს მრვალი, ჰარმონიული არომატები ძალიან უხდება შემწვარ ქათამს ან ღორის ხორცს, ნაღების პასტასა და ყველის დაფას. 

Pinot Noir - ღვინის მსუბუქი, ხილის სურნელება მას საზაფხულო იდეალურ წითელ ღვინოდ აქცევს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალხმრივი ღვინოა, რომელიც ძალიან უხდება ხორცსა და თევზს. 

ქართული ღვინოებიდან, საზაფხულოდ, პირველ რიგში დასავლეთის ღვინოები უნდა გავიხსენოთ: ცოლიკოური - იძლევა სუფრის თეთრ და ბუნებრივად ნახევრადკბილ სადესერტო ღვინოს. მზდდება სამი მეთოდით. როგორც წესი, მისი ღვინო არის გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის, აქვს სასიამოვნო სიმჟავე და არომატულობა. ციცქა, კრახუნა, ალადასტური - ამ ღვინოებს უკვე ძალიან ბევრ ღვინის ბარსა და მაღაზიაში აღმოაჩენთ. არ გამოგრჩეთ არც აღმოსავლეთის ღვინოები, წინანდალი, კახური, მანავის ან გორული მწვანე, ასევე ჩინებული, რომელიც ძალიან უხდება საზაფხულო, თბილ ამინდებს. ძალიან სასიამოვნო დასალევია ოცხანური საფერეს, ციცქას, ცოლიკოურის ან ქისის პეტნატებიც, რომლებიც აუცილებლად გაგაგრილებთ ზაფხულის ცხელ ამინდებში. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.