Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნაყინი ალუბლით

საჭირო მასალა: 250 მლ. რძე, 130 გ. შაქარი, , 370-380 მლ. 36%-იანი ნაღები, 5 კვერცხის გული, დანის წვერით – ვანილი და მარილი. 250 გ. კურკაგამოცლილი ალუბალი, 3 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. თეთრი მშრალი ღვინო, რომი ან ალუბლის ლიქიორი.

მომზადება: ალუბალი მსუბუქად დავჭყლიტოდ ან დავჭრათ, დავაყაროთ 3 ს.კ. შაქარი, ღვინო, მარილი, ვანილი და დავდგათ ცეცხლზე. ვურიოთ მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხცსნება, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ. გავთქვიფოთ კვერცხი. ცალკე შევურიოთ რძე, 130 გ. შაქარი, ვანილი, მარილი და დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ. შაქარი კარგად უნდა გაიხსნას რძეში. ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ, ნელ-ნელა მცირე ნაკადით დავუმატოთ გათქვეფილი კვერცხი და განუწყვეტლივ ვურიოთ, შემდეგ დავაბრუოთ ცეცხლზე დად ა ძალიან დაბალ ცეცხლზე დავდგათ, თან ვურიოთ. როცა მასა შესქელდება, ფრთხილად შევურიოთ ნაღები, ჩავასხათ თასში და დავდგათ ოტახის ტემპერატურაზე. როდესაც შეგრილდება, კარგად ავურიოთ, ჩავასხათ სასურველ ფორმაში და შევდგათ საყინულეში. როდესაც საყინულეში დადებული ნაყინის მასა შესქელდება, დავუმატოთ მომზადებული ალუბალი, კვლავ ამოვურიოთ და შევდგათ საყინულეში 4 საათით. ყოველ საათში ერთხელ გამოვიღოღ და ავთქვიფოთ. 
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული