Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართველი ხალხის ენა იმდენად მკაფიოა, რომ მათი ხედვის გაგება ქართულად მეტყველების გარეშეც შეიძლება”- Wine Enthusiast

Wine Enthusiast-მა სულ რამდენიმე დღის წინ ქართულ ღვინოზე მორიგი სტატია გამოაქვეყნა, ამჯერად ქარვისფერ ღვინოზე საუბრობენ და მკითხველს სხვა მეღვინეების ხედვებსაც აცნობენ: “საქართველოსა და ქართველი ხალხის ენა იმდენად მკაფოა, რომ მათი ხედვის გაგება ქართულად მეტყველების გარეშეც შეიძლება” - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ავტორი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიისა და ექსპორტის შესახებ საუბრობს.

საქართველოს ღვინის ინდუსტრიის მომოხილვისას ავტორი გოჩა ჩხაიძესა და პატრიკ ჰონეფსაც ესაუბრა. მეღვინეები აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინის წარმოების მხოლოდ 5%-ს შეადგენს ქარვისფერი ღვინო. სტატიაში ემილი სალადინო, საქართველოსა და საბერძნეთში მოღვაწე ღვინის ექსპერტი და მწერალი დასძენს იმასაც, რომ მაშინ, როცა ქართული ღვინის გაცნობა დაიწყო, ქარვისფერ ღვინოს საკმაოდ ცოტა გამოხმაურება ჰქონდა და ცნობადობაც დაბალი იყო: “როდესაც ქართული ღვინის შესწავლა დავიწყე, ჯერ როგორც მომხარებელმა და მოყვარულმა, შემდეგ კი ექსპერტმა, მაშინ ღვინის ეს კატეგორია საკმაოდ უცნობი იყო, მის შესახებ თითქმის არავინ იცოდა." საინტერესოა ისიც, რომ მან ქართული ქარვისფერი ღვინის შესახებ ყველაზე მეტი ნიუ იორკში გაიგო: “ქარვისფერი ღვინო ნიუ იორკში ნატურალურ მწარმოებლებს შემოჰქონდათ, რამდენიმე დეგუსტაციის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი შეხედულებებო იცვლებოდა და მე კიდევ უფრო მეტი რამის გაგება მსურდა” - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი საუბრობს “ძმები ასკანელების”, “ჩელთის მეღვინეობის”, “დუგლაძეებისა” და “ შატო ნეკრესის” შესახებაც, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიის ღვინოს აწარმოებენ, თეთრ მშრალსაც ევროპულ ღვინოებსაც და კასრში დავარგებულ სხეულიან წითელ ღვინოებსაც: “ფრანგულ ტექნოლოგიას Bâtonnage-საც უფრო ხშირად იყენებენ. ეს გულისხმობს კასრში ღვინის ნაზად მორევას, რომელიც ღვინოს უფრო კომპლექსურ, მდიდარ და საინტერესო სტრუქტურას სძენს. მას ხშირად იყენებენ თეთრყურძნიან გორული მწვანის შემთხვევაში.” - წერს ავტორი. მეღვინეებმა ლადო უზუნაშვილმა და გოგი დაქიშვილმა კი ეს მეთოდი გამოიყენეს, როგორც კახურ მწვანესთან, ასევე რქაწითელთანაც. 

ღვინის ექსპერტი ემილი სალადინო დამწყებ ღვინის მოყვარულებს, რომლებიც ქართული ღვინით არიან დაინტერესებულნი, რქაწითელის გასინჯვას ურჩევს: “ეს ყურძენი და მისი ღვინო პინო გრიჯიოს წააგავს. ის მარტივად ისმება და ძალიან სასიამოვნო სტრუქტურა აქვს.. მწვანე კი ძალიან არომატული და საინტერესო ღვინოა, მოსახერხებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ ძალიან ბევრ კერძს უხდება და საინტერესო ნიუანსები აქვს” - ამბობს ექსპერტი. ჰონეფისთვის კი რჩეული ჯიში შავკაპიტოა, რომელიც მისთვის ნებიოლოსა და პინო ნუარის ნაზავს ჰგავს: “შავკაპიტოს ღვინოები ძალიან ხალისიანი და ხრაშუნაა, საშუალო სხეულითა და ალუბლის არომატებით ხასიათდება, აქვს ტკბილი სანელებლების სურნელიც.”. რაც შეეხება სხვა წითელ ჯიშებს, ჰონეფი აღფრთოვანებულია მუჯურეთულითა და ალექსანდროულით, მიაჩნია, რომ ძელშავის ჯიშისგან უფრო უკეთესი ღვინოების დაყენება შეიძლება მაშინ, თუ მის პოტენციალს უკეთ გავიგებთ. 

Wines of Georgia-ს ინფორმაციით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ქვეყნის ექსპორტი აშშ-ში 29%-ით გაიზარდა და მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება: “სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა შესანიშნავი დროა ქართული ღვინის გასასინჯად, მის შესასწავლად, განსაკუთრებით კი ქარვისფერის შემთხვევაში. როგორც ადამიანი, რომელიც უბრალოდ ძალიან აფასებს ქართულ ღვინოს, ვიტყოდი, ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ახლა, ამ დროში ვცხოვრობთ“, - ამბობს ის. სტატიას Wine Enthusiast-ზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.