Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო გემოვნების მსოფლიო ფორუმზე

სალომე აფხაზიშვილი

 „სალონ დელ გუსტო“, ანუ გემოვნების ფორუმი  ნატურალური პროდუქციის გამოფენა–პოპულარაზიციას წელს უკვე მეთექვსმეტედ მასპინძლობს. ღონისძიება წელსაც ტურინში გაიმართა, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასთან ერთად საქართველომაც მიიღო მონაწილეობა. ფორუმი ძირითადად ნატურალური საკვების გამოფენა–გაყიდვას მოიცავს და შესაბამისად, აქ ადგილი ნატურალურმა ქვევრის ღვინომაც იპოვა და ერთ–ერთი ქვეყანა, რომელიც ამ კუთხით წარმოჩინდა, სწორედ საქართველო იყო.

„სალონ დელ გუსტო ტერა მადრე“ პირველად იტალიაში 1996 წელს ჩატარდა. ღონისძების ჩატარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი „ფასთ ფუდის“, ანუ სწრაფი კვების ობიექტების ანტი–პროპაგანდა გახდა, რაც ადამიანების ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა. ამიტომ ამ მოძრაობის შემქნელებმა, კარლო პეტრინის ხელმძღვანელობით, არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნეს და მას „ნელი კვების“ ანუ Slow Food-ის მიმდინარეობა უწოდეს. ამის შემდეგ, ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნებისა და ყოველდღიურობაში მისი აქტიური გამოყენების იდეა საერთაშორისო ფორუმის სახით ჩამოყალიბდა და დღეს ის მსოფლიო მასშტაბის ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა, სადაც თავს 100–ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იყრის და ინტერკულტურულ დიალგოში ებმება.

ფორუმის შექმნიდან 16 წლის შემდეგაც,  ნატურალური საკვების თემა კვლავ აქტუალური და საინტერესოა. სწორედ საკვებთან არის დაკავშირებული ის მთავარი იდეები, რომლითაც წელს „სალონ დელ გუსტო“ გაიხსნა. „საკვები, რომელიც ცვლის მსოფლიოს“, „საკვები ფიქრისთვის და ფიქრი საკვებისთვის“ –  ეს სწორედ ის ლოზუნგებია, რომლითაც 2012 წლის გემოვნების ფორუმმა საერთაშორისო საზოგადოება ერთი იდეის გარშემო გააერთიანა.

მიუხედავად იმისა, რომ ფორუმზე ქართული ნატურალური საკვებიც გამოფინეს, ტურინში საქართველოს სავიზიტო ბარათად მაინც ქართული ღვინო იქცა. „ქართული ქვევრის ღვინო“ – ასე ქვია პროექტს, რომელიც „ქვევრის ღვინის ასოციაციის“ ორგანიზებით შეიქმნა და გემოვნების ფორუმში მონაწილეობის სპეციალური პროგრამა მოიცვა. ამ ღონისძიებისთვის მოწყობილ დიდ საგამოფენო სივრცეში ორი ქართული სტენდი განთავსდა. ერთ მათგანს „ქვევრის ღვინის ასოციაცია“, ორგანიზიცია „კავკასიელთან“ ერთად წარმოადგენდა, ხოლო მეორე სტენდთან „მეღვინეობა ხარება“ იდგა.  ფესტივალის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 28 ოქტომებერს, ფორუმის ყურადღება სწორედ ქართული გემოების ლაბორატორიას მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც ორი დეგუსტაცია გაიმართა. ერთ–ერთი მათგანი გახლავთ – “ინ ქვევრი ვერიტას”, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართველი მეღვინეების – იაგო ბიტარიშვილისა და სოლიკო ცაიშვილის ღვინოები და ასევე მეორე დეგუსტაცია, რომელიც ბალკანური და ქართული ღვინოების დაგემოვნება–გაცნობას მიეძღვნა. ქართულ სტენდთან მისულმა დაინტერესებულმა ადამიანებმა ქართული ქვევრის ღვინოებთან ერთად უძველესი ბერძნული, ხორვატიული, თურქული და ბალკანური სამყაროს სხვა წარმომადგენელი ქვეყნის ღვინოსაც გაუსინჯეს გემო. ქვევრის ღვინის ასოციაციის სახელით, 2010 წელს წარმოებული ციცქა-ცოლიკოური  რამაზ ნიკოლაძემ წარადგინა. მასთან ერთად იყო მეღვინე ნიკა ბახიაც, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ორიგინალურად შეფუთული ნატურალური ღვინოებით ცდილობდა.

ნატურალურ ღვინოები წარმოადგინეს ღვინის ისეთმა ტრადიციულმა ქვეყნებმა, როგორიცაა –  საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. მათ თავიანთი ნატურალური ღვინოები სპეციალური დეგუსტაციის ფარგლებში წარადგინეს.

ქართულ ღვინოსთან ერთად აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ნატურალური ქართული საკვების შესახებ, რომელიც ორგანიზაცია „კავკასიელმა“ სომხეთის და აზერბაიჯანის საკვებ კულტურებთან ერთად წარმოადგინა. ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას ქართული სამზარეულო ველური მცენარეული ჯიშებისგან დამზადებული ჯემების, თაფლისა და სხვა საკვებით შეუერთდა, სომხურმა მხარემ უძველესი ტრადციების დაცვით, თიხის ქოთნებში შემონახული ყველის რამდენიმე სახეობა წარმოდგინა, აზერბაიჯანული სამზარეულო კი ნატურალური ტკბილეულით წარსდგა.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ საქართველო ამ გამოფენაში უვე მეოთხედ მონაწილეობს. წელსაც, ისევე როგორც გასულ ფორუმებზე, დაინტერესებულ ადამიანებს ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ღვინის შეძენისა და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდათ. მათ სპეციალური ფლაერებიც დაურიგდათ. მოყვარული მეღვინეების გარდა, ფორუმს პროფესიონალი მეღვინეებიც დაესწრნენ, რომლებიც რამდენიმე სახეობის ღვინის დაგემოვნებისა და მისი დაყენების ტექნოლოგიებით დეტალურად დაინტერესდნენ.  ქვევრის ღვინის ასოცოაციაციის წარმომადგენლის რამაზ ნიკოლაძის თქმით, ქართული ქვევრის ღვინო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იმით აღმოჩნდა, რომ ისინი სწორედ ქვევრის ღვინით მოიხბლნენ და ქართულ მხარესთან ქვევრის შეძენისა და გამოყენების სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ღვინის შესახებ საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით ტერა მადრეს სალონი საკმაო ინფორმაცის ფლობს, წლევანდელი ფორუმი მაინც განსაკუთრებული მრავალფეროვნებითა და ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ღონისძიების შედეგებს ქართული დელეგაციის წევრი – რამაზ ნიკოლაძე რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბრისას აფასებს:

“წლევანდელი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, გასული ფორუმებიგან განსხვავებით, წინსვლა გვაქვს, რადგან წლევანდელ ღონისძიებაზე უფრო მეტი გათვიცნობიერებული მომხმხარებელი მოვიდა, უფრო მეტი ღვინო გაიყიდა, უფრო მეტი გამოხმაურება ჰქონდა. წელს ფესტივლაზე პროფესიონალი მეღვინეები რამდენიმე სხვადახვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.”

ევროპული ტურნეს შემდეგ, ნატურალური ღვინის დეგუსტაციას ახლა უკვე საქართველოშიც უნდა ველოდოთ. რამაზ ნიკოლაძის თქმით, დედაქალაქში მალე ევროპული ნატურალური ღვინოების დეგუსტაცია მოეწყობა და ქართველი მომხმარებელს საშუალება ექნება გემოვნების მინი–ფორუმს საკუთარ ქვეყნაში დაესწროს. მომავალი წლის თებერვალსა და აპრილში კი ქართული ქვევრის ღვინოები ჯერ საფრაგეთში, ლუარას რეგიონში გამართულ „ლადიო–გუტეს“ ფესტივალზე გამოფინება, აპრილში კი ის კვლავ იტალიას, კერძოდ ქალაქ ჩირეას დაუბრუნდება.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული