Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მერანოს ღვინის ფესტივალი

მერანოს ფესტივალი ერთ-ერთი წამყვანი და საკმაოდ მასშტაბური ფესტივალია მსოფლიოში არა მხოლოდ ღვინის, არამედ კვების პროდუქტების წარმოებაშიც. ფესტივალი ღვინისა და საკვების მწარმოებლებს, ექსპერტ აუდიტორიას, იმპორტიორებს, პრესის წარმომადგენლებს, ბლოგერებსა და უბრალოდ ღვინისა და საკვების მოყვარულებს აერთიანებს. ეს ღონისძიება პირველად 1992 წელს გაიმართა, TheWineHunter-ის ბრენდის დამფუძნებლის, ჰელმუტ კოჰერის მიერ, რომელმაც  სენსორული „მოგზაურობა“  შექმნა ღვინის ბოკალთან ერთად. ეს პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ღვინის ფესტივალი უწოდეს.

ყოველ წელს ღონისძიების მიმდინარეობისას The WineHunter Award იმართება. ღვინოებს იტალიელ  დეგუსტატორთა კომისია არჩევს. გამარჯვებულებს პლატინის, ოქროსა და ბრინჯაოს მედლები გადაეცემათ. GourmetArena, ანალოგიურად, ალკოჰოლური სასმელის, საკვებისა და ლუდის რჩეულებს გამოავლენს. ასევე Naturea et Purae Bio&dynamica-ს სექცია ბიოდინამიკურ და ორგანულ, ნატურალურ ქარვისფერ და PIWI ღვინოებს მასპინძლობს. ყველა ღვინის, საკვების, ლუდისა და ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელმა კომპანიამ უნდა გაიაროს ერთ წლიანი შერჩევის პროცესი, რათა მონაწილეობა მიიღოს მერანოს ფესტივალზე. აქ იმართება სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს მასტერკლასებიც ეროვნულ და საერთაშორისო ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად.

ღონისძიების მთავარი ლოკაცია კურჰაუსია, მერანოს ისტორიული შენობა, რომელიც Merano Passiro-ს გადაჰყურებს. ფესტივალი სხვადასხვა ღონისძიებების მიხედვით მთელ ქალაქშია მიმოფანტული, სასტუმრო Therme Meran-დან Piazza della Rena-სა და  პუჩინის თეატრამდე.

საქართველო პირველი ქვეყანაა იტალიის ფარგლებს გარეთ, რომელიც მერანოს ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს ასოციაცია „ქართული ღვინის“, ღვინის ეროვნული სააგენტოს, მერანოს ღვინის ფესტივალისა და ვაინ ჰანტერის მხარდაჭერით.  ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილობრივი და იტალიური ღვინოები დააგემოვნონ. ადგილზე სპეციალურად მოწყობილი კვების სივრცეც იქნება. ფესტივალს მუსიკალური ჯგუფი „მიქსტურა“ დახურავს.

მერანოს ღვინის ფესტივალი შატო მუხრანში იმართება და მოიცავს იტალიური და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებსაც.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული