Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდოელების გასაჭირი

ბორდოელი  მეღვინეები იძულებულნი არიან, სხვადასხვა ფაქტორის გამო, პროდუქციაზე ფასები დაწიონ. პირველ რიგში, ამას განაპირობებს 2011 წლის არცთუ მაღალი ხარისხის მოსავალი და ის ფაქტორი, რომ ბორდოს კონკურენტები გამოუჩნდა და ღვინის დამფასებლები და მწარმოებლები ახლა უკვე სხვა ფრანგული რეგიონების ღვინოთიც დაინტერესდნენ. 2011 წლის მოსავალი, წინა ორი წლის შესანიშნავი ვინტაჟისგან განსხვავებით, იდეალური არ არის, ამიტომ ამერიკელი და ევროპელი მომხმარებელი ბორდოულ ღვინოში ისეთსავე მაღალ ფასს, როგორსაც ადრე იხდიდა, აღარ გადაიხდის. კომპანია Berry Brothers-ის დირექტორის, ელან გრიფიტსის თქმით, 2011 წლის მოსავალი 2008 წლისას ჰგავს - დიდი ხარისხით არც ის გამოირჩეოდა. ,,მეღვინეებმა უნდა გაათვითცნობიერონ, თუ ვისთვის მუშაობენ - ხალხისთვის,  ვინც ღვინოში ძვირს იხდის და ინვესტიციას დებს თუ მათთვის, ვისაც ის დასალევად უნდა” - აცხადებს გრიფიტსი. ტრადიციული en primeur კამპანიის მოახლოებასთან ერთად,  რომელიც მარტის ბოლოს დაიწყება, ვნებათაღელვაც უფრო მძაფრდება. Domaines Barons de Rothschild-ის მმართველი დირექტორის, კრისტოფ სალინის თქმით, გასულ წელს მეღვინეებმა გადაჭარბებული თავდაჯერებულობა გამოიჩინეს და პროდუქციას მაღალი ფასი დაადეს. ბორდოული ღვინის ერთ-ერთი მსხვილი ნეგოციანტის - კომპანია Diva-ს წარმომადგენელი ჟან-პიერ რუსო ამბობს, რომ ღვინოზე გონივრული ფასები უნდა დაწესდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი en primeur შესყიდვები კრახით დასრულდება. ნიუ-იორკული ღვინის კომპანია Sherry-Lehmann-ის გენერალური დირექტორი კრის ადამსი ასევე თვლის, რომ ბორდოს ფასები ნამდვილად გადასახედია. მისი თქმით, 2011 წლის მოსავლის ღვინის წარმატებით გაყიდვა რთული საქმე იქნება. აქვე გასათვალისწინებელია ჩინეთის ბაზრის ფაქტორიც, რომელიც დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება ღვინის მსოფლიო ბაზარზე და დიდ გავლენას ახდენს პროცესების ფორმირებაზე. ჩინეთში, ბორდოს გარდა, ბოლო დროს დიდ ინტერესს იჩენენ რონის, ბურგუნდიის, ნაპას, ჩილეს, ავსტრალიისა და სხვა რეგიონების ღვინოებისადმი.  
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული