Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვირთევზა ჯანჯაფილისა და პამიდვრის სოუსში

საჭირო მასალა: 700-800 გ ვირთევზას ფილე, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ს.კ. გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი, 1 ცალი ცხარე წიწაკა, 200 მლ პამიდვრის სოუსი, 3-4 ს.კ. მწვანე ბარდა, 1 ცალი ლაიმი ან ლიმონი, თითო ს.კ. შაქარი, სოიის სოუსი და სიმინდის სახამებელი, ცოტაოდენი ქინძი.

მომზადება: თევზის ფილე 5-6 სმ-ის ნაჭრებად დავჭრათ. თუ ნაჭრები პატარა იქნება, თევზი გამოშრება. ხახვი და ნიორი დავკეპოთ და მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში. დავუმატოთ ჯანჯაფილი, წვრილად დაჭრილი წიწაკა, პამიდვრის სოუსი, შაქარი, ლაიმის წვენი, სოიის სოუსი და ნახევარი ჭიქა წყალი. ცეცხლს დავუწიოთ და თავდახურული 10 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ თევზი, მწვანე ბარდა, შაქარი, ცოტაოდენ წყალში გახსნილი სახამებელი და ამოვურიოთ. თევზი ვშუშოთ კიდევ 10-12 წუთის განმავლობაში. მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი. ამ კერძს გარნირად უხდება ბრინჯი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული