Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აპოლონ კერესელიძე, კერესელიძეების მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (35)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– მარნის დაარსებაზე დიდი ხანია ვფიქრობდით, თუმცა გაბედული ნაბიჯი 2016 წელს გადავდგით, როცა აწარმოე საქართველოს ფარგლებში მოვიპოვეთ გრანტი და შევიძინეთ მცირე წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი. ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ ბრენდირებული სახით მიწოდებული ბოთლის ღვინო ბევრად ღირებულია, ვიდრე უბრალოდ  ქარხნებისთვის ჩაბარებული ყურძნის ღირებულება.

ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩვენს მიერ წარმოებული ღვინის საშუალებით ჩვენი კუთხის წარმოჩენა ფართო საზოგადოებისთვის.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– ჩვენს ვენახში შემდეგი ჯიშებია გაშენებული: ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული (წულუკიძის) თეთრა, რაჭული მწვანე, ცოლიკოური. მომავალში ყურადღების გამახვილებას ვაზის თეთრ ჯიშებზე ყურძენზე ვაპირებთ.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ამჯერად ჩვენ ვაწარმოებთ ორი სახის ღვინოს: 1. წითელი მშრალი ალექსანდროული - მუჯურეთული, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ მისი მშრალად დაყენება და ამ სახით შეთავაზება მომხმარებისთვის. 2. რაჭული მწვანე - თეთრა ( და ცოლიკოური) - თეთრი მშრალი ღვინო, რომლის დადუღებაც მოხდა საწნახელში. ჩვენს მიერ წარმოებული ღვინო დაყენებულია ჩვენივე ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან. ჩვენი ღვინის გამორჩეულობის შეფასება მომხმარებლისთვის მიგვინდია.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველად ჩვენი პროდუქცია შევიტანეთ ღვინის მაღაზია ვინომანიაში და ღვინის ბარ G.vino - ში. მათი მხარდაჭერა დიდად დაგვეხმარა ჩვენი საქმიანობის სასიკეთოდ წარმართვაში.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– ამ მომენტისთვის ღვინოს მხოლოდ ქართულ ბაზარს ვაწვდით, თუმცა არსებობს დაინტერესება აშშ-დან და სავარაუდოდ რაღაც ნაწილს ექსპორტზეც გავიტანთ.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ისეთ სირთულეს ვერ ვიხსენებთ, რომელსაც შეფერხება შეექმნა ჩვენი საქმიანობის წამოწყებისთვის.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ჩვენი აზრით, ქართული ღვინის ბაზარზე არსებული თავისუფლება ხელს უწყობს კონკურენციის მაღალ დონეს, რაც შეიძლება მივიჩნიოთ ქართული ღვინის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორად.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– დამწყებ მეღვინეებს ვურჩევთ მეტ გამბედაობას სიახლეების მიმართ და საქმის სიყვარულით კეთებას.

კერესელიძეების მარანი

მისამართი: ს. ძირაგეული, ამბროლაურის რაიონი

ტელეფონი: +995 558 291896

ელფოსტა: iliamenabde@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: კერესელიძეების მარანი / Kereselidze Wine Cellar

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული