Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალექს მოწერელია, ბრუალე – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (30)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

ვარ ღვინის მოყვარული. მაქვს მიწის ნაკვეთები ყვარელის რაიონში, ქინძმარაულის ზონაში.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ბიძგის მიმცემი მაინც ის იყო, რომ ხორვატიაში ყოფნისას გავიცანი ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს ღვინოს ქვევრში და სრულად იყენებს ქართულ მეთოდს, თუმცა ამას არსად აღნიშნავს. ნამდვილად არ მინდა, რომ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება სხვამ გამოიყენოს, ისე რომ არც კი აღნიშნოს ამის შესახებ. გადავწყვიტე ჩემი წვლილი შემეტანა ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაში და ჩვენი ინტელექტუალური სიმდიდრის დაცვაში.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებ ორი სახის ღვინოს: თეთრი – რქაწითელი-მწვანე, წითელი - საფერავი.

ღვინო გამორჩეულია ჰარმონიულობით და სიმსუბუქით, მიუხედავათ იმისა, რომ ვაწარმოებთ  ქვევრში, კახური მეთოდის სრული დაცვით.

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველ გამოცდილებას და ასევე ზოგადად გამოცდილებას საინტერესოს ვერაფერს გავიხსენებ გარდა იმისა, რომ თავიდან ყველა სკეპტიკურადაა განწყობილი, დროულად პასუხის მიღებაც კი ჭირს. უნდა აღინიშნოს ასევე მომხმარებელთან და მომწოდებელთან ურთიერთობის დაბალი კულტურა და ამავე დროს არაპროფესიონალიზმი.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

მეტი განათლებაა საჭირო სფეროში. ხშირად მქონია შემთხვევა ე.წ. სომელიეები არ გამოხატავენ არანაირ ინტერესს ღვინის მიმართ, მაგრამ როდესაც ვინმე უცხოელი მიუთითებს, მერე რატომღაც დიდ დაინტერესებას იჩენენ. ზოგადად ისევ განათლების პრობლემაა და სხვა პრობლემებიც სწორედ აქედან მომდინარეობს.

რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, განათლება და ხარისხი. ჩემი აზრით ხარისხის გაუმჯობესებას ალტერნატივა არა აქვს. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ნოუ-ჰაუ და არ ჩამოვრჩეთ პროგრესს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ჩვენ უნდა შევთავაზოთ ბაზარს მაღალი ხარისხის განსაკუთრებული პროდუქტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონკურენცია ძალიან დიდია.

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

ვურჩევდი ხარისხზე ორიენტირებას.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული