Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ჩებურეკი"

ესაა ცხიმში მოხარშული ცომი ხორცის ცხარე გულსართით. ითარგმნება როგორც "უმი გულსართი", წარმომავლობით კი, სავარაუდოდ ყირიმიდან არის, ყირიმელი თათრების ნაციონალური კერძია (სავარაუდოდ ასევე გავრცელებულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზეც).
ფარში: უმი ცხვრის ან საქონლის ხორცი (შეიძლება ღორიც) 500 გრ, ხახვი - 2-3 საშუალო ზომის თავი, გავატაროთ ხორც-საკეპ მანქანაში, ან დავკეპოთ ბლენდერით, დავამატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. შეიძლება მწვანილიც (გემოვნებით). ხორცის მასა უნდა იყოს ცხიმიანი და წვნიანი, შეიძლება გათხელდეს თბილი წყლით ან მაწონ-კეფირით (ეს გემოვნებაზეა). ერთი სიტყვით, ხინკლის ფარშის მსგავსი რარაც მზადდება.
ცომი: 1 კგ. ფქვილი, წყალი, მარილი 1 ჩაის კოვზი, შაქარი 1 ჩაის კოვზი, კვერცხი 1-2 ცალი.
ცომის მომზარების რამდენიმე მეთოდი არსებობს:
1. ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავუშვათ მდუღარე წყალი (იმდენად ცხელი, რასაც ხელი გაუძლებს), თუ ვზილავთ კვერცხზე, მაშინ კვერცხი, მარილი და შაქარი გავხსნათ ცოტა-ოდენ წყალში და ისიც დავამატოთ ფქვილისა და ცხელი წყლის მასას და ვზილოთ ელასტიური, რბილი ცომის მიღებამდე. ცომი უნდა იყვეს გაცილებით რბილი, ვიდრე ხინკლის ან პილმენის ცომია.
2. ტრადიციული, ყირიმული წესი - წყალი, მარილი, შაქარი, კვერცხი ერთად გავაცხელოთ და ამ მასით მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი. ასევე უშვებიან 2 ჩაის კოვს არაყსაც, თუმცა ეს მეთოდი და ეფექტი არ მიცდია და არც არგუმენტაცია ვიცი, თუ რატომ არის საჭირო.
თუ ფარში უკვე მზად გაქვთ, მაშინ იწყებთ ცომის გაბრყტელებას; თუ არა, სანამ ფარშს მოამზადებთ, ცომი შეინახეთ გრილ ადგილას, ან მაცივარში.
ცომი ბრტყელდება და იჭრება თხელ 2-3 მმ, მრგვალ 10-12 სმ დიამეტრის წრეებად, 1 სუფრის კოვზი ფარში იდება ცომის ერთ ნახევარზე და ეფარება მეორე ნახევარი, ეკვრება გვერდები, რომელიც შეგიძლიათ მოაჭრათ ფიგურულად , სპეციალური კულინარიული საჭრელით, ან დააფიქსიროთ ჩანგლის კბილანებით. შეკრულ, დახურულ ცომს მიეცით მოგრძო, ნახევარ მთვარისებული ფორმა. ეს მარტივად კეთდება - ცომის კიდეების ონდავი გაწელვით.
მოხარშეთ ფრიტიურნიცაში, ან ბლომად ზეთ-მოსხმულ ტაფაში, ისე რომ მთლიანად იფარებოდეს ჩებურეკი.
მიირთვით გემრიელად.

© peppi


ჩებურეკის კიდევ ერთი რეცეპტი

ცომისათვის:
4 ჩ.ჭ. ფქვილი
1,3 ჩ.ჭ წყალი
1 ცალი კვერცხი
0,5 ჩ.კ. მარილი
1–2 ს.კ. კარაქი
წყალი ავადუღოთ კარაქთან და მარილთან ერთად, გადმოვდგათ. 0,5 ჩ.ჭ ფქვილი შევაზილოთ წყალს (ცხელს!). დავდგათ გასაციებლად.გავთქვიფოთ კვერცხი და ცივ, მოხარშულ ცომს შეურიოთ. დავამატოთ დანარჩენი ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

გადავახვიოთ საკვებ პარკში და დავასვენოთ მაცივარში 1 საათით.

გულსართი:
700გრ. ხორცი (უმჯობესია ცხვრის და ძროხის ხორცის ნარევი, სანახევროდ), დავკეპოთ ცვრილად (მსხვილად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში). 2-3 თავი ხახვი წვრილად დავჭრათ. 0,5 ჩ.ჭ წყალი. ცოტა ოხრახუში და ძირა+მარილი.მოვამზადოთ გულსართი.
ცომისგან გავშალოთ როგორც ხინკლისთვის, მრგვალი ფორმის, თხელი ფირფიტები, ჩავდოთ გულსართი, მოვუკრათ პირი და ფრიტიურში შევწვათ. მე ჩავასხი პატარა ქვაბში ბევრი ზეთი და ჩავყარე ჩებურეკები.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული