Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, თბილღვინო, განსაკუთრებული მარაგი, 2003

დაწურულია გურჯაანის რაიონის სხვადასხვა მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის მაღალხარისხიანი ყურძნიდან. ღვინის მუხის კასრში გადატანა დასაძველებლად ხდება ფერმენტაციის ბოლო ეტაპზე. ღვინო მხოლოდ მცირე გაფილტვრას გადის, რის გამოც იგი საკმაოდ სხეულიანი დგება, ხავერდოვანი ტანინებით, შენახვის დიდი პოტენციალით. ღვინო ძოწისფერია, ხასიათდება გადამწიფებული შავი ხილის, ზღმარტლის, შავქლიავის ტონებით, დაკრავს კვამლის სურნელიც.

12 თვე მუხაში დაძველებული “საფერავი” კარგია შებოლილ სულგუნთან, ნაკვერჩხალში შემწვარ კარტოფილთან, წითელ ღვინოში მომზადებულ მამლის ყალიასთან, შემწვარ კურდღელთან, ასევე ნანადირევთან (ტყის ქათამი, კაკაბი, ხოხობი). მოტაფულ ღორის ხორცთან, ჩალაღაჯთან, ღორის წკეპლებთან. ღვინო ასევე კარგი მეწყვილეა ხორციანი სალათებისთვის (განსაკუთრებით ბეკონიან სალათებთან).

მალხაზ ხარბედია

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული