Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Yahoo-ს რჩეულ ღვინოებს შორის ქართულ ქარვისფერ ღვინოსაც აღმოაჩენთ

თუ დეკემბრის ცივი საღამოების სახლში გატარებაზე ფიქრობთ, მაშინ აუცილებლად კარგი ღვინოები უნდა მოიმარაგოთ და გემრიელ კერძებთან ერთად სიამოვნებით მიირთვათ. Yahoo თავის მკითხველს რჩეულ ღვინოებს სთავაზობს, რომელთა შორისაც ქართული, “შატო მუხრანის” 2018 წლის ქვევრის ქარვისფერ ღვინოს ვხვდებით. 

სტატიაში ავტორი ქვევრის ტექნოლოგიაზე,  ქართულ ღვინის კულტურასა და მის ცნობადობაზე საუბრობს: “ქართული ღვინოები აშშ-ში არც იმდენად ცნობილია. ამ უკანასკნელ წლებამდე ღვინო ძირითადად რუსეთში გადიოდა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა ქართული ღვინის ბაზარი გარკვეულწილად დააზარალა, საუკეთესო დროა მათ მხარდასაჭერად. ეს თეთრი ღვინო “შატო მუხრანიდან”, სანამ მუხის კასრში დაძველდებოდა, იქამდე ქვევრში იყო დავარგებული.” - ვკითხულობთ სტატიაში.  ღვინო 60% რქაწითელისა და 40% მწვანეს ნაზავია. გამოირჩევა ქარვისფერი შეფერილობით, ყვავილების, მარცვლებისა და კარაქის არომატებით. არის სკამაოდ დაბალანსებული, იგრძნობთ ტკბილი ვაშლის სიმწიფეს, ასევე მშრალ არომატებსა და მჟავიანობას, რაც დასასრულს პიკანტურ დაბოლოებაზე სასიამოვნოდ აისახება. 

ქართულის გარდა ავტორი სამხრეთ აფრიკულ, ამერიკულ, ავსტრალიურ და იტალიურ ღვინოებზეც წერს. Terre et sang Kissing Vipers 2020 Grenache - კალიფორნიული გრენაში საშუალოდ სხეულიანი წითელი, კარგად დაბალანსებული ღვინო სანელებლებისა და ტყავის არომატებით გამოირჩევა. როგორც ვკითხულობთ, ახლაც არაჩვეულებრივია, თუმცა წლების დაძველების შემდეგ ღვინო უფრო სასიამოვნო ხდება.

Native Flora The Heretic 2016 Pinot Noir - ღვინის საწარმო ორეგონში Dundee Hill-ში მდებარეობს, სადაც ნიადაგი საკმაოდ ნაყოფიერია და ხარისხიანი ყურძნისა და ღვინის მიღებას უწყობს ხელს. თუმცა ეს პინო ნუარი ჩრდილოეთისკენ მიმართიულ ფერდებზე გაშენებული ყურძნისგან იწურება, სწორედ ამიტომაც ჰქვია ღვინოს The Heretic. ღვინოს ახასიათდებს ალუბლის არომატები, მის მიღმა კი თამბაქოს ნოტებსაც ამოიცნობთ. 

Cloudy Bay 2022 Sauvignon Blanc - ახალი ზელანდიის ეს საკმაოდ ცნობილი ღვინო ხალისიანი ხასიათითა და ლიმონიანი, ციტრუსოვანი არომატებით გამოირჩევა. Montecillo Reserva 2014 Rioja - ეს რიოხა კი, ტემპრანილოსა და მასეულოს ნაზავია, რომელსაც წითელი ხილის კომპოტისა და დაფნის ფოთლის არომატები აქვს. სრულად ღვინოებს შეგიძლიათ Yahoo-ს საიტზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.