Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრალიაში ღვინის წარმოება ფერხდება

ავსტრალიური და ახალზელანდიური მეღვინეობის ცნობარი (The Australian and New Zealand Wine Industry Directory) იუწყება, რომ 30-წლიანი შეუფერხებელი წინსვლა-განვითარების შემდეგ, 2013 წლის მიწურულს, ავსტრალიური ღვინის წარმოებაში დიდი პრობლემები შეიქმნა. ქვეყანაში არსებული საწარმოების უმრავლესობა მოგებას ვერ ნახულობს, წვრილი საწარმოები მსხვილმა ქარხნებმა შთანთქეს და, ზოგადად, ქვეყანაში ძალიან მცირე რაოდენობით ღვინო იწარმოება. მხოლოდ გასულ წელს ავსტრალიაში 40 მარანი დაიხურა. სტატისტიკის მიხედვით კი 2573 საწარმოდან მოგებას სტაბილურად მხოლოდ 100 საწარმო იღებს. ასეთი მონაცემები არა მხოლოდ დამწყებ მეღვინეებს აფრთხობს, არამედ უკვე გამოცდილი ოსტატებიც კი თმობენ საყვარელ საქმეს და ენთუზიაზმზე შრომას მამულის გაყიდვით აღებულ თანხას ამჯობინებენ.

მართალია, ამ ეტაპზე სტატისტიკა დიდად დამაიმედებელ მონაცემებს არ იძლევა, მაგრამ იმედია, ავსტრალიელები ყველა პრობლემას დაძლევენ და კვლავაც გააგრძელებენ შესანიშნავი ღვინის წარმოებას.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული