Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სიგარა ლუდის არომატით

თუკი ოდესმე გიოცნებიათ, რომ თქვენი საყვარელი სიგარა და არანაკლებ საყვარელი სასმელი რამენაირად ერთმენთისთვის შეგეთავსებინათ, მაშინ სიგარა Ted's Cigars თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

ამ სიგარის მთავარი ხიბლი ის არის, რომ თამბაქო გაჟღენთილია კომპანია Sam Adams-ის ლუდით Utopias. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ამ ლუდის მხოლოდ 15 ათასი ბოთლი ჩამოასხეს და მისი ფასი 199 დოლარია. ასე რომ,  Utopias-ის დალევას, ისევ მისი მოწევა ჯობია.

Ted's Cigars-ის კომპანიისათვის ეს პირველი ექსპერიმენტი არ არის. ადრე მათ გამოუშვეს სიგარა, რომელიც ბურბონ Maker's Mark-ისა და ტეკილა Patron Anejo-ს არომატებით იყო გაჟღენთილი. ახალ სიგარებს დომინიკის რესპუბლიკაში ხელით ახვევენ, შემდეგ გზავნიან ლუისვილში, Ted's Cigars-ის ოფისში, სადაც ელიტური სასმლის არომატს უმატებენ. 

თამბაქოს კომპანიის პრეზიდენტი ტედ ჯექსონი განმარტავს, რომ სიგარა და ლუდი ისეთივე რთული და უნიკალური რამ არის, როგორც თავად Utopias. “ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ ლუდსა და სიგარას რაიმე საერთო აქვთ. არადა ისინი ერთმანეთს ავსებენ და ხაზს უსვამენ ერთმანეთის ღირსებას.”  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული