Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

IWSC 2024: საუკეთესო ღვინის მწარმოებლები რეგიონების მიხედვით

IWSC (International Wine & Spirit Competition) ერთადერთი საერთაშორისო კონკურსია ღვინის ინდუსტრიაში, რომელიც ჟიურის წევრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აგზავნის, რათა ღვინო და ალკოჰოლური სასმელები მათი წარმოშობის ადგილებში შეაფასონ. 

2024 წლის გლობალური შეფასების შემდეგ, IWSC-მა გამოავლინა საუკეთესო ღვინის მწარმოებლები სხვადასხვა ქვეყანაში. IWSC 2024 ქართული ღვინის მწარმოებლის პრიზი “მილდიანების საოჯახო მარანმა” მიიღო. IWSC-ის ჟიურის შეფასებით, მილდიანების საოჯახო მარანი გამორჩეული საოჯახო მეღვინეობაა, რომელმაც ქართულ ტრადიციულ ქვევრის სტილს საერთაშორისო წარმატება მოუტანა. ამ მეღვინეობამ IWSC 2024-ის კონკურსზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა: ოთხი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

IWSC 2024 ავსტრია: Weingut Eder Wachau. IWSC-ის ჟიურის აზრით, Weingut Eder Wachau ავსტრიის ღვინის წარმოების უმაღლესი სტანდარტების წარმომადგენელია, რომელმაც წელს განსაკუთრებული ხარისხი წარმოაჩინა კონკურსზე. ჟიურის შეფასებით, Eder Wachau-ს გუნდის შრომა არა მხოლოდ ავსტრიის, არამედ გლობალური მეღვინეობის შთაგონებად უნდა იქცეს.

IWSC 2024 სამხრეთ აფრიკული ღვინო: Cederberg Wines - სედერბერგის საოჯახო მეღვინეობამ 2024 IWSC-ზე ორი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა: “მათი მაღალმთიანი ვენახებიდან მიღებული ელეგანტური, დაბალანსებული ღვინოები განსაკუთრებულად გამორჩეულია, წარმოადგენენ სტაბილურად ხარისხიან ღვინოებს სხვადასხვა ვაზის ჯიშებიდან.”

IWSC 2024 თურქული ღვინის მწარმოებლის პრიზი: Likya Wine. Likya Wine-მა თავისი ისტორიული ვენახებში წარმოებული ღვინოებით თურქეთის ტრადიციებისადმი ერთგულება და ინოვაციური მიდგომა დაანახა ჟიურის წევრებს, მათი მრავალფეროვანი ასორტიმენტი 2024 წლის IWSC-ის კონკურსში განსაკუთრებულად აღიარეს .

IWSC 2024 ავსტრალიის ღვინის მწარმოებლის პრიზი: House of Cards- ორგანული საოჯახო მეღვინეობა House of Cards IWSC 2024-ის ჟიურიმ თავისი ორიგინალური და მინერალებით მდიდარი ორი მოსავლის შარდონე განსაკუთრებით გამოარჩია, რომლებიც მუხის ძალიან საინტერესო არომატებით ხასიათდება.

IWSC-ის ჟიურის თქმით, Citic Niya ჩინეთის სინძიანგის რეგიონში მრავალფეროვანი სტილისა და ჯიშის ღვინოებს აწარმოებს. მათი მედლების დიდი რაოდენობა განსაკუთრებული ხარისხის დასტურია და ამით ეს რეგიონი, რომელიც ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილია გლობალურად, ყურადღების ცენტრში ექცევა და ამას ნამდვილად იმსახურებს კიდეც.

 © ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.