Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Icon Hill 99 ევროდ

რამდენიმე დღის წინ ავსტრიელმა მეწარმემ ლეო ჰილინგერმა საკუთარი პროექტის - Icon Hill-ის პრეზენტაცია მოაწყო. მან საზოგადოებას მსოფლიოში აღიარებული დიზაინერის - ზაჰა ჰადიდის მიერ შექმნილ ბოთლში ჩამოსხმული წითელი ყურძნის ჯიშების კუპაჟი წარუდგინა. 

2009 წლის ვინტაჟის პრეზენტაცია ვენაში, ალბერტინის მუზეუმში გაიმართა. შავი, დახვეწილი დიზაინის ბოთლი, რომელიც საუცხოო კონტეინერშია მოთავსებული, ზაჰა ჰადიდისა და მისი გუნდის ნამუშევარია. მართალია, პრეზენტაციისას ღვინის ზუსტი შემადგენლობა არ გაუმხელიათ, მაგრამ გავრცელდა ხმები, რომ სასმელი 8 ჯიშის ყურძნისაგან არის დამზადებული, მათ შორის ბლაუფრანკიშისა და სირასაგან, რომლებიც ნოიზიდლერის ტბის მახლობლად გაშენებულ ვენახშია მოყვანილი. ცხადია, ეს იშვიათი სასმელი შეზღუდული რაოდენობით - სულ 999 ბოთლი - გამოუშვეს.

ასევე ცნობილია, რომ Icon Hill  ფრანგული მუხის 2009 კასრში 36 თვე ღვინდებოდა: ყოველი 12 თვის შემდეგ კი კასრებს ცვლიდნენ, ასე რომ, ღვინო კასრიდან კასრში 3-ჯერ გადაიღეს.  

ზემოთ ჩამოთვლილი ღირსებებისა და ცნობილი დიზაინერის მიერ შექმნილი ბოთლის წყალობით, ცხადია, ეს ღვინო იაფი არ ღირს. მსურველს შეუძლია Icon Hill  99 ევროდ შეიძინოს. მართალია, არქიტექტორ ჰადიდის ბოთლის დიზაინზე არასოდეს უმუშავია, მაგრამ მეღვინეებთან თანამშრომლობის გამოცდილება ადრევე შეიძინა. ლა-რიოხაში Lopez De Heredia-ს ბოდეგის (მარნის)  პავილიონის პროექტიხომ სწორედ მისი შექმნილია. უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტორიცა და მეღვინეც საბოლოო შედეგით ფრიად კმაყოფილნი არიან. ჰილინგერი გეგმავს, რომ ღვინოIcon Hillმხოლოდ საუკეთესო მოსავლისას დააყენოს, თავად ბოთლი კი უკვე ისეთი პოპულარული და ძვირფასია, როგორც Penfolds Block 42 Kalimna Cabernet Sauvignon 2004-ის ჭურჭელი.   

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული