გამოქვეყნებულია: 2 თებერვალი, 2008 - 11:00
შვეიცარიაში ბოდენის ტბის მახლობლად მდებარე სოფელ რეეტობელში წარმოადგინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბოთლი.
ბოთლის სიმაღლე 2მ და 40 სმ-ია, დიამეტრი - 68 სმ, წონა კი - 630 კგ სასმელთან ერთად. ეს სუპერბოთლი უკვე შეავსეს 480 ლიტრი ღვინით, რომელიც მიღებულია კრახერის ვენახების (ავსტრიია) 2005 წლის მოსავლიდან.
ბოთლის შემქმნელებმა განაცხადი შეიტანეს გინესის წიგნში მოსახვედრად. აქამდე ყველაზე დიდი ბოთლის ტიტულის მფლობელი იყო ავსტრალია. აქ შექმნილი ბოთლის სიმაღლე 1,95 სმ-ია, ხოლო მოცულობა - 290 ლიტრი.
© „მარანი“
თემა:
თქვენი კომენტარი