Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯაყელების მეღვინეობა - ხარისხის ოქროს მედალოსანი, მსოფლიო ბრენდების გვერდით

ფოტო: BID Group

ჯაყელების ორგანული მევენახეობა და მეღვინეობა მსოფლიოს ხარისხის უზრუნველყოფის (WQC) 29-ე კონვენციის ოქროს მედალოსანი გახდა.

მსოფლიო ხარისხის უზრუნველყოფის კონვენციაში გამარჯვება მოპოვებული აქვს არაერთ გავლენიან და პოპულარულ საერთაშორისო ბრენდს ინდუსტრიის, მომსახურებისა და სხვა სფეროებიდან, რომელთა სახელები ხარისხის სიმბოლოდ მოიაზრება; მაგალითად, Wal-Mart Stores (ამერიკული მულტიეროვნული მსხვილი სავაჭრო კორპორაცია), ArcelorMittal (ლუქსემბურგში დაფუძნებული, ფოლადის მწარმოებელი მსხვილი კორპორაცია), Turner Construction (ამერიკული მსხვილი სამშენებლო კომპანია), Grant Thornton (მსოფლიოში მეექვსე პროფესიული სერვისების ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებს სადაზღვეო და საკონსულტაციო მომსახურებით) და სხვ.

მსოფლიოს ხარისხის ჯილდოს გასცემს საერთაშორისო ორგანიზაცია Business Initiatives Directions (BID). BID 1986 წელს დაარსდა და დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კერძო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში ხარისხის სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის ჯილდოებს გასცემს. მის გუნდს შეადგენენ ინჟინრები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ეკონომისტები, სოციოლოგები და ჟურნალისტები. BID ჯგუფს მსოფლიოს 179 ქვეყანაში აქვს პროფესიული კონტაქტები.

ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ხარისხის შეფასების საკუთარი მოდელები და კრიტერიუმები, შესაბამისად, მათს კონკურსში წარმატებას აღწევს ის სუბიექტები, რომლებიც ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ასევე, ჯილდოს გარკვეული ქვოტები იმ კომპანიებისთვისაცაა გამოყოფილი, რომლებიც განვითარების პროცესში არიან, თუმცა დიდ ინვესტიციებს მოახმარენ ხარისხის გაუმჯობესებას.

მსოფლიოს ხარისხის უზრუნველყოფის კონვენცია BID Group-ის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება. წელს ის 29-დ გაიმართება 24-25 ოქტომბერს, პარიზის ჰაიატში. კონვენციაზე გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება გაიმართება, რასაც დაესწრებიან მსოფლიოს 74 ქვეყნის სხვადასხვა ბიზნეს-სფეროს (ეკონომიკა, ხელოვნება, აკადემიური სფერო, წარმოება და სხვ.) კომპანიების გადაწყვეტილების მიმღებნი. დაჯილდოების ცერემონიალზე მიწვეულნი არიან მალხაზ და ზაზა ჯაყელები - კომპანიის - ჯაყელების ორგანული მევენახეობა და მეღვინეობა - დამფუძნებლები და მფლობელები.

თავად ჯაყელებსთვის ეს გამარჯვება მოულოდნელი იყო იმდენად, რამდენადაც კომპანიას აღნიშნულ კონკურსში განაცხადი არ გაუკეთებია. ჯილდოს თაობაზე მხოლოდ მაშინ შეიტყეს, როცა კომპანიის იურიდიულ მისამართზე მიიღეს ცნობა გამარჯვების შესახებ და მოწვევა პარიზში, დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალზე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.



მალხაზ ეს ერთი და სხვა ათასი მომელოცოს. შენი დაყენებული ღვინო იმსახურებს წარმატებას და გილოცავ. აბა შენ იცი, სამწვადე(ხბოსი) ჩემი, ღვინო შენი...


დაერიე ხო საწყალ ხბორებს? ზრდასრულებს აღარ კადრულობ ხო? :)



კარგად მივხვდი რატომაც დაწერე ეს კომენტარი. გინდა სასტავში მოხვდე ხომკი? ცოტა მეგრული სულგუნი გამოაყოლე (გზაში არ შეჭამო იცოდე)და მობრძანდი, გელით. მარა თვითონ ჯაყელი სადაა? ნუთუ ტყუილად დავწერე მის ღვინოზე ქებათა ქება?


მეც მინდა ჯაყელების ღვინოზე ქეიფი და რა წამოვიყოლო


პრასი


ვაა, მე რა ყველაფერს დაგვიანებით ვიგებ! თქვენ გენაცვალეთ ჯაყელებო! :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული