Home
ქართული | English
ივნისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ჩვენ სულ ახალ-ახალი ქართული ღვინოების ძიებაში ვართ” - ინტერვიუ ბრიტანული ღვინის მაღაზიის დამფუძნებელ მაკო აბაშიძესთან

80-20shops ბრიტანული ღვინის მაღაზიაა, რომელიც ძირითადად ქართულ პროდუქციას ყიდის, უმეტესწილად ღვინოს, თუმცა იქ გურულ ჩაისა და ქართულ ტკბილეულობასაც აღმოაჩენთ. ჩვენ მაღაზიის დამფუძნელებს, მაკო აბაშიძეს ვესაუბრეთ, ინტერვიუში  წაიკითხავთ ქართული ღვინის ცნობადობისა და ინტერესის შესახებ ბრიტანულ საზოგადოებაში. გაეცნობით იმ გზებსაც, რასაც ქართველი მეღვინე გადის პროდუქციის ბრიტანულ ღვინის მაღაზიაში მოსახვედრად. 

-  გვითხარით, რამდენად პოპულარულია ქართული ღვინო ბრიტანეთში?

- ქართული ღვინო ნელ-ნელა უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ჩვენი მაღაზია, 80 - 20 shops პირველი მაღაზიაა დიდ ბრიტანეთში, რომელიც კონკრეტულად ქართულ ღვინოზეა ორიენტირებული. ჩვენი ღვინის 80% ქართულია, დანარჩენი 20% კი ნაკლებად პოპულარული რეგიონებიდანაა,  მაგალითად, ჩვენს მაღაზიაში ნახავთ იაპონურ, ბერძნულ, ლიბანურ ღვინოებსაც.

- როგორც წესი, რომელ ღვინოებს ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას, ქარვისფერს, წითელს თუ თეთრს?

- სხვათაშორის, შემიძლია გითხრათ, რომ არჩევანი უფრო სეზონების მიხედვითაა, წითელი ღვინოები მთელი ზამთრის განმავლობაში ძალიან პოპულარულია, ქარვისფერი ღვინო უფრო ახალი ტენდენციაა. ჩვენს მაღაზიაში ხშირად გვსტუმრობენ ძირითადად ახალგაზრდა ღვინის მოყვარულების გარკვეული ნაწილი, რომლებიც კონკრეტულად ქვევრის ღვინოს ეძებენ.

- რატომ ხართ დაინტერესებული კონკრეტულად ქართული ღვინით? რა გამორჩევს მას სხვა ქვეყნის ღვინოებისგან?

- საქართველოს ღვინის საოცარი და ძალიან უნიკალური ისტორია აქვს, ალბათ სწორედ ესაა იმის მიზეზი, რაც მას გამორჩეულს ხდის. ჩვენთვის ნამდვილად საინტერესო და ცოტა რთული ამოცანაა ქართული უძველესი ჯიშებისა და ქვევრის ღვინოების წარდგენა დიდი ბრიტანეთის სამომხმარებლო ბაზარზე.

- თქვენ კონკრეტულად რა სტილისა და კატეგორიის ღვინოები მოგწონთ? ან უპირატესობას რომელ ღვინოებს მიანიჭებდით?

- ჩვენთვის ქვევრის ღვინოები ნამდვილად, გულწრფელად ძალიან უნიკალური და საინტერესოა, მისი ისტორიაც ძალიან განსაკუთრებული და სიმბოლურია. შესაბამისად, ქართულ ღვინოებში უპირატესობას მაინც ქვევრის ღვინოებს ვანიჭებთ. 

- რა კრიტერიუმებით აფასებთ არჩეულ პროდუქციას?

- ჩვენ ყოველთვის საკმაოდ მკაცრი პროცედურები გვაქვს. იქამდე, სანამ პროდუქტს გამოვიტანთ, არის ღვინის პროფესიონალური დეგუსტაციები, რისი წარმატებით ჩავლის შემდეგაც ღვინო მაღაზიაში გამოგვაქვს. 

-რას ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ გაიზარდოს ექსპორტი საქართველოდან ინგლისში?

- ლოგისტიკა და ტრანსპორტირება ძალიან დიდი პრობლემაა, ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი სირთულეა, როცა საქმე საქართველოდან იმპორტს ეხება, ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება ამ ნაწილის დახვეწა, ეს ორივე მხარეს გაუმარტივებს საქმეს!

- რა გზა უნდა გაიაროს რიგითმა მეღვინემ იმისთვის, რომ მისი ღვინო თქვენს მაღაზიაში მოხდეს?

- მზად ვართ გავაფართოვოთ ღვინის კოლექცია, მეტიც სიამოვნებით მივიღებთ კიდევ მეტ ღვინოს. გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით და გამოგვიგზავნეთ თქვენი ნიმუშები. ჩვენ სულ ახალ-ახალი ქართული ღვინოების ძიებაში ვართ. 80-20 Shop-ს ესტუმრებით ლონდონში, (Goldsmiths Sq, London E2 8QY.)

Info@80-20shops.co.uk

Makoabashidze@yahoo.co.uk

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.