Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქოქოსისა და ქლიავის ნამცხვარი

საჭირო მასალა: ცომისთვის – 180 გ ხაჭო, 400-450 გ ფქვილი, 120 გ შაქარი, მწიკვი მარილი, 3 ს.კ. რძე, 6 ს.კ. ზეთი, 2 ცალი კვერცხი, 1 ს.კ. გამაფხვიერებელი. გულსართი – 3 ს.კ. საფანელი, 1 კგ მწიფე ქლიავი, 3 ს.კ. შაქარი 0,5 ჩ.კ. დარიჩინით, 100 გ ქოქოსის ფანტელი, 120 გ გამდნარი კარაქი, 2-3 ს.კ. შაქარი, ცოტა ფქვილი.

მომზადება:ღუმელი 180 გრადუსზე გავახუროთ. ცომის ინგრედიენტებით მოვამზადოთ ცომი და ქაღალდჩაფენილ ფორმაში მოვათავსოთ, გავუკეთოთ გვერდებიც. ზედ გადავანაწილოთ საფანელი, შემდეგ დაჭრილი ქლიავი და მოვაყაროთ დარიჩინიანი შაქარი. შაქარი, კარაქი, ქოქოსის ფანტელები და ფქვილი ავურიოთ ისე, რომ ფხვიერი მასა მივიღოთ. თუ ფქვილი დააკლდება -  დავამატოთ. ფხვიერი მასა თანაბრად მოვაყაროთ ნამცხვარს და 40-45 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.