Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Anteprima del Vino Nobile di Montepulciano

Anteprima del Vino Nobile di Montepulciano-ს დღესასწაულს იტალიის ქალაქი მონტეპლუჩიანო ლურჯი ცით, მწველი მზითა და დათოვლილი მთებით შეხვდა, თუმცა თოვლი დღესასწაულის ბოლო მოულოდნელობა არ ყოფილა. ქალაქის ციხესიმაგრეში ზეიმი DiVino Orchestra-მ გახსნა. დაახლოებით 30 მუსიკოსს ხელში სასულე და სიმებიანი ინსტრუმენტების ნაცვლად ბოთლები, კასრები, მილები და სხვა ნივთები ეჭირა. მათი მეშვეობით ღონისძიებაზე მხიარული მუსიკა ჟღერდა, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ორკესტრი იმპროვიზაციას კი არ მიმართავდა, არამედ მთელი სერიოზულობით ასრულებდა ნოტებზე დაწერილ ნაწარმოებებს. თუმცა, დღესასწაულის მთავარმა მიზეზმა - 2009 წლის მოსავლის ღვინის პრემიერულმა დეგუსტაციამ ერთგვარი იმედგაცრუება გამოიწვია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მეღვინეებმა ტრადიციული სიმრგვალისა და კონცენტრაციის მიღწევა ვერ მოახერხეს. ლიდერებს შორის აღსანიშნავია: Boscarelli, Corte alla Flora, Palazzo Vecchio, Le Bertille, Poggio alla Sala, Poliziano, Talosa მარნების ღვინოები.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული