Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Wine Enthusiast ქართული ღვინოების შესახებ

ორი დღის წინ Wine Enthusiast-მა  სტატია გამოაქვეყნა -"ცხრა ღვინო საქართველოდან, ხორვატიიდან და უნგრეთიდან" (Nine Wines From Georgia, Croatia and Hungary), სადაც საქართველო წარმოდგნილია, როგორც ღვინის უძველესი და უმდიდრესი კულტურის მატარებელი ქვეყანა.

სტატიაში ამ რეგიონებიდან 9 ღვინის დახასიათებაა მოცემული. მათ შორის, საქართველოდან სამი ღვინოა: მილდიანის საფერავი 2012, ლუკასის საფერავი 2014, შუხმანის საფერავი 2014.

მილდიანი, საფერავი 2012 (45 $, 91 ქულა) ძოწისფერი ღვინოა შავი მოცხარისა და კამის ბოლქვის არომატით. ტყის კენკრის ტონები ბროწეულის ტონებს ერწყმის. ასევე იგრძნობთ ლორის, ბეგქონდრის სურნელებს კვამლის ნიუანსებით. ძლიერ ტანინებს შტოშის დაბოლოება აგვირგვინებს.

ლუკასის საფერავი 2014 (45 $, 91 ქულა) შავი ქლიავის და კვამლის ტონებით გამოირჩევა, შავი ბლის, ბეკონისა და ორეგანოს არომატებით, შტოშის ხანგრძლივი დაბოლოებით. პირველივე ყლუპზე მძლავრ ტანინებს იგრძნობთ, ხოლო სიხალასე კი დიდხანს გრძელდება.

შუხმანის საფერავი 2016 (13 $, 89 ქულა) ღრმა მოიისფრო-წითელი ფერისაა. ამ ღვინოს ჟოლოს, მაყვლის, მარწყვის, სალბის და ყავის არომატები აქვს. ასევე ცოცხალი მჟავიანობა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული