Home
ქართული | English
ივნისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

63 ჯილდო International Wine Challenge-ის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე

ელენე ცინცაძე

ქართული ღვინის მორიგი წარმატება IWC-ის ცნობილ ღვინის კონკურსზე, სადაც წელს საერთაშორისო ექსპერტებმა ათასზე მეტი ღვინო შეაფასეს. დღეს გამოცხადდა შედეგები წლევანდელი კონკურსის, სადაც 500-ზე მეტი ჟიურის წევრი იყო, ოსტატი სომელიეები, ღვინის მწერლები, პროფესიონალები, “ბაიერები”, მათ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის ღვინოები შეაფასეს. 

ჟიურის წლევანდელი ლიდერი იყო ტიმ ატკინი - ბრიტანელი ღვინის მწერალი, რომელსაც 30-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული, ასევე სემ კაპორნი - მეღვინე და Wine Magazine-ის დეგუსტატორი, ჯეიმი გუდი - მეცნიერი, ენოლოგი და წიგნების ავტორი, ოზ კლარკი - მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინის ექსპერტი, პიტერ მაკკომბი - ღვინის მაგისტრი და ჰელენ მაკგინი - ბელგიაში ყველაზე გაყიდვადი ღვინის წიგნის ავტორი. 

IWC-ზე სანამ ღვინო მედლით შეფასდება, იქამდე მას მინიმუმ 8 ჟიურის წევრი მაინც სინჯავს. დეგუსტაცია ბრმად მიმდინარეობს, მწარმოებლის, საფასო კატეგორიისა ან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიწოდების გარეშე. ღვინოები დაჯგუფებულია ტიპის, რეგიონის, ალკოჰოლისა და შაქრის დონის მიხედვით,  რაც მსგავსი კატეგორიის ღვინოების შეფასებას ხელს უწყობს. ყველაზე მაღალი ჯილდო არის ტროფი და Best in Show, შემდეგ ოქრო (95-100 ქულა), ვერცხლის მედალი (90-94 ქულა), შემდეგი ბრინჯაოა, რასაც გამორჩეული ღვინოები მოსდევს (Commended Award). 

თავდაპირველი ღვინის დეგუსტაციისას შემდეგი ეტაპისთვის ღვინოებს ორ ნაწილად ახარისხებენ (out და მოწონებული ღვინოები) მეორე ეტაპამდე კი IWC-ის ექსპერტები ამ ღვინოებს ხელახლა სინჯავენ, რის შედეგადაც შეიძლება გადადებულ ღვინოებსაც მიეცეთ მეორე ტურზე გასვლის შანსი. მეორე საფეხურზე უკვე როგორც ოქროს, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ენიჭებათ ღვინოებს. ტროფის ჯილდოს კიდევ ერთი დეგუსტაციის შემდეგ განსაკუთრებით ნარჩევ ოქროს ღვინოებს ანიჭებენ "IWC-ის მედლები მწარმოებლებს თავდაჯერებულობას მატებს და სამომავლოდ მეტ წარმატებას უქადის. კონკურსის შედეგები მეტ სითამამეს მისცემს მომხმარებელსაც გასინჯოს ინდური, ჰოლანდიური და დანიური ღვინოებიც, რომლებმაც  წელს ჯილდოები მოიპოვეს. წლევანდელი კონკურსი თავისი შედეგებით ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულია” - აცხადებს პიტერ მაკკომბი, IWC-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 

წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო 40-მა ქვეყანამ. საქართველომ კი მთლიანობაში 63 ჯილდო დაიმსახურა. ოქრო 7-მა ღვინომ მოპოვა, ვერცხლი 28 ღვინო, ბრინჯაოს მედალიც ასევე 28 ღვინომ . 

ოქრო:

მწვანე ქვევრი, “რთველისი”, 2022

საფერავი, მარანი “თელავის ღვინის მარანი”, 2022

ქვევრის საფერავი, “თბილღვინო”, 2022.

საფერავი ვაჩნაძიანი, “თბილღვინო”, 2020.

ქინძმარაული, მეღვინეობა97, “თელიანი ველი”, 2023.

გაუფილტრავი საფერავი, მეღვინეობა97, “თელიანი ველი”, 2022.

ქისი ქვევრი, “ვაზისუბნის მამული”, 2021.

ვერცხლი:

ბედობა orange, kakheti Company, 2021.

მუკუზანი, მარანი, “თელავის ღვინის მარანი”, 2022.

მწვანე, სატრაპეზო, “თელავის ღვინის მარანი”, 2022.

10 ქვევრი სატრაპეზო, “თელავის ღვინის მარანი”, 2022.

მწვანე ქისი, კონდოლის ვენახები, მარანი, 2023

საფერავი-მერლო, კონდოლი, მარანი, 2022.

ალაზნის ველი, მარანი, “თელავის ღვინის მარანი”, 2022.

საფერავი, “თბილღვინო”, 2022.

ქვევრი ქისი, “თბილღვინო”, 2022.

გაუფილტრავი საფერავი, მეღვინეობა 97, “თელიანი ველი”, 2021.

კახური n8, “თელიანი ველი”, 2022.

გლეხური ქისი ქვევრი, “თელიანი ველი”, 2019.

გლეხური რქაწითელი ქვევრი, “თელიანი ველი”, 2022.

8K Ancient Amber, “თელიანი ველი”, 2022.

გლეხური ქისი ქვევრი, “თელიანი ველი”, 2020.

გლეხური anniversary edition ქისი ქვევრი, “თელიანი ველი”, 2020.

გლეხური anniversary edition საფერვი,“თელიანი ველი”, 2020.

კახური, “ქინძმარაული მარანი”, 2013.

კრახუნა, ქვევრი, “ქინძმარაული მარანი”, 2019.

ქინძმარაული, “ქინძმარაული მარანი”, 2022.

მეღვინის რჩეული, “ქინძმარაული მარანი”, 2019.

საფერავი ქვევრი, “ქინძმარაული მარანი”, 2019.

სალომე, “შუმი”, 2020.

მუკუზანი იბერიული, “შუმი”, 2022.

საფერავი ქვევრი, “ვაზისუბნის მამული”, 2021.

რქაწითელი ქვევრი, “მარანი წერეთელი”, 2019.

ხვანჭკარა, “მარანი წერეთელი”, 2022.

საფერავი, “ზურაბ წერეთელის მარანი”, 2019.

თითოეული ღვინის დახასიათება და ჯილდო შეგიძლიათ ნახოთ საიტზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული