Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მაგნუმი პრეზიდენტისათვის

სავაჭრო ასოციაცია რუსილიონმა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის გაუგზავნა თავისი რაიონის ერთ-ერთი საუკეთესო წითელი ღვინის მაგნუმის ბოთლი. ამრიგად, რუსილიონის მესვეურებს გაუჩნდათ იმედი, რომ პრეზიდენტი მხარს დაუჭერს მათ კამპანიას, რომელიც ემსახურება საფრანგეთში წარმოებული ღვინის პოპულარიზაციას. დღესდღეობით საფრანგეთში ხშირად მოისმენთ ლოზუნგებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებენ, შეიძინონ მხოლოდ ფრანგული წარმოების ღვინო, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები ისედაც თავიანთი ღვინის ერთგულები არიან. ამისი დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ საფრანგეთში ყოველი 10 მოხმარებული ბოთლი ღვინიდან 9 ფრანგულია. გარდა ამისა, ამ დიდი გაბარიტის ბოთლით - Côtes-du-Roussillon-Villages 2008 ასოციაციას სურს შეახსენოს პრეზიდენტსა და პრეზიდეტობის კანდიდატებს, რომ ღვინის სექტორში დაკავებულია 250 000 ადამიანი, ხოლო თვით ღვინო ფრანგულ საექსპორტო საქონელში მეორე ადგილზე დგას. ამასთან, სავაჭრო ასოციაცია რუსილიონს სურს პრეზიდენტის წინაშე ხაზი გაუსვას მეღვინის პროფესიის პრესტიჟს და მოუწოდოს ნიკოლა სარკოზის მათი დაცვისაკენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული