Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“სასიამოვნოა, როდესაც კარგ და სწორ ღვინოს სთავაზობ მომხმარებელს, ის კი ამით ბედნიერია” - ინტერვიუ გიორგი კბილაშვილთან

გიორგი კბილაშვილი K & K Natural Wine-ს გიორგი კირკიტაძესთან ერთად უკვე 2 წელია ხელმძღვანელობს, “ახალი ღვინის ფესტივალი 2023”-ზე კი მათი ღვინის დაჭაშნიკებასაც შეძლებთ. ინტერვიუში გიორგის რჩეული ღვინისა და მისი გემური პროფილის შესახებ წაიკითხავთ, ასევე გიორგის წინასაფესტივალო მოლოდინებსა და სურვილებსაც გაეცნობით. 

თუ ყოფილხართ ფესტივალის სტუმარი აქამდე და ყველაზე მეტად რა იყო თქვენთვის სასიამოვნო იქ ყოფნისას? რა შეგრძნებაა, როდესაც ახლა დახლის მეორე მხარეს იქნებით და თავად გაუმასპინძლდებით სტუმრებს?

- დიახ, ვყოფილვარ და ყველაზე სასიამოვნო მეღვინეებისა და სტუმრებისგან დადებითი ენერგიის მიღებაა. ძალიან კარგი და საყვარელი საქმიანობაა. სასიამოვნოა, როდესაც კარგ და სწორს ღვინოს სთავაზობ მომხმარებელს, ის კი ამით -  ბედნიერია. 

შეგიძლიათ გაგვაცნოთ თქვენი წარსადგენი ღვინოები, მათი არომატები და გემური პროფილი? თქვენი რჩეული ღვინო რომელია?

- დასავლეთ საქართველოს ჯიშებისგან დამზადებული ნატურალური ღვინო. ჩვენი მარანი მოიცავს რამოდენიმე ჯიშისაგან დამზადებულ ღვინოს, მათ შორის იმერეთში პოპულარული ცოლიკოური, ციცკა, კრახუნა, ძელშავი და იმერეთის ალექსანდროული. იმერეთის ალექსანდროული ხაზგასმით, იმიტომ რომ ჩვენი მარნის მიერ დაყენებული დიმის ალექსანდროული გამოვიდა ძალიან მშვიდი, არომატული, ჰარმონიული, ზაფხულის თხელი ღვინო. რთულია ზოგადად კონკრეტული ღვინის გამორჩევა, მაგრამ იმერული ცოლიკოურის, კერძოდ ობჩისა და როხის ცოლიკოური ამ ეტაპზე დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. ის გამოირჩევა საზაფხულო სახასიათო ტონებითა და მისი გამაცოცხლებელი სტრუქტურით. 

შეგიძლიათ გაგვიაზიაროთ მხიარული ან დასამახსოვრებელი ამბავი თქვენს ღვინოსთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით?

- ღვინოსთან ურთიერთობა ყოველთვის დასამახსოვრებელ ისტორიას ქმნის.

როგორ ვითარდებოდა თქვენი ღვინოსთან ურთიერთობა, რაიმე ახალ, განსხვავებულ ტექნიკას ან მეთოდს ხომ არ იყენებთ? 

- ღვინოსთან  დიდი ხნის განმავლობაში ვურთიერთობ, რაც საქართველოსთვის დამახასითებელიცაა, ეს ოჯახისა და წინაპრების გამოცდილებიდანაც მომდინარეობს. განსხვავებული ამ ეტაპზე არაფერია, გარდა ინდივიდუალური შეხედულებისა, რაც ნატურალური ღვინისათვის უჩვეულო არცაა. 

უდაბნოში რომ იყოთ და მხოლოდ ერთი ბოთლი ღვინის ნატვრა ან წაღება შეგეძლოთ, თქვენს რომელ ღვინოს წაიღებდით? 

- ჩვენი მარნიდან უდაბნოსთვის ამ ეტაპზე კარგ ცივ ცოლიკოურს-როხს ტერას გამოვყოფდი. 

⁃ როგორ წარმოგიდგენიათ საუკეთესო სცენარი ფესტივალის დღეს, 13 მაისს?

- ალბათ, ძალიან ბევრი სტუმარითა და ბევრი ახალი ღვინის დაჭაშნიკებით. 

მსოფლიოში რომელ ცნობილ ადამიანს, თუნდაც მეღვინეს, მწერალს, ან მსახიობს ისურვებდით, დაეჭაშნიკებინა თქვენი ღვინო?

- სიამოვნებით მივირთმევდი ცივ, ძელშავის როზეს თუნდაც ჩვენს ფესტივალზე ბატონ ერნესტ ჰემინგუეისთან ერთად. 

გაიხსენეთ თქვენი საყვარელი ან სასიამოვნო მოგონება ფესტივალზე წარსული გამოცდილებიდან, როდესაც მხოლოდ ფესტივალის სტუმარი იყავით.

- ისევ და ისევ ყოველ წლიურად ახალი მეღვინის აღმოჩენა. ასევე მომხმარებლის უფრო მეტად პროფესიონალური ინტერესი. 

რას ფიქრობთ სხვა მეღვინეებზე, რომლებიც თქვენთან ერთად იქნებიან ფესტივალზე, მათ კონკურენტებად უფრო აღიქვამთ, თუ თანამებრძოლებად?

- ყველას ბარაქა და წარმატება! ღვინო უფრო საინტერესო ხდება იმითაც, რომ მეღვინეები ერთმანეთისთვის თანამებრძოლები და კონკურენტები არიან. 

შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რჩევები ან რაიმე საიდუმლო თქვენი ღვინის დეგუსტაციისას?

- ამას ყველაფერს ჩვენი ღვინის დეგუსტაციის დროს გაიგებთ. 

რაიმე ახალი კატეგორიის ღვინის დაყენებას ხომ არ ფიქრობთ მომავალში, რა  სამომავლო გეგმები გაქვთ და თქვენი აზრით, რამდენად დაგეხმარებათ ფესტივალი ამ სამომავლო გეგმების განხორციელებაში?

- გამორიცხული არაფერია, ღვინოში ექსპერიმენტები ამოუწურავია. რასაკვირველია მსგავსი ფესტივალები გამოცდილებასაც გაზრდის და გააღრმავებს, რადგან უშუალოდ მომხმარებელთან გაქვს ურთიერთობა და მათი კრიტიკის მოსმენაც შეგიძლია.

და ბოლოს, რა არის ის, რასაც იმედოვნებთ, რომ სტუმრებს თქვენი ღვინის დაჭაშნიკების შემდეგ დღის ბოლომდე გაჰყვებათ ან დაამახსოვრდებათ?
- კიდევ ერთხელ, კარგი ღვინოების დაგემოვნება, კეთილი ემოციები, ახალი ურთიერთობები, ახალი პერსპექტივები - ყველაზე სასურველი და მნიშვნელოვანია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული