Home
ქართული | English
ახალი ღვინის ფესტივალამდე დარჩა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

ქვევრი - 27 მაისი, 2012 - 16:10

წლები გადი, ხოლო საკითხი კი დღემდე აქტუალურია... გარეჟნიკებსი რიცხვი იზრდება...
ქვევრი - 26 მაისი, 2012 - 22:09

დიდებული ადგილია. პირველად 2006 წელს მოვხვდი ამ ადგილას და ძალიან მოვიხიბლე. ერთი შეხედვით ერთი და იგივე გამომეტყველების 13 მარანში თითქოს არაფერი იცვლებოდა, იქაურობას ცოტა თვალი რომ შევაჩვიე, ამ ხელის გულის ოდენა ადგილას მთელი იმერეთი ვიპოვე. ქვევრები, საწნახლების მრავალფეროვნება, თაღარი, სარცხი, კვეჟო, საგოზელა, მაწაწური, სათხლე, სასულეები, გოდორ-გიდელები, მარნის კვირისთვი, წბერის ცალკეული ნაწილები, კაცა, მერე, ჩოტილები, ძელბარები, ჭაჭის ნიჩბები, ოჭიორები და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ. არც შარვაძეების უძველესი ვერცხლის თასი გამომპარვია მხედველობიდან და ქვიშხურით (გორული მწვანე) ცოტა ზარხოშში რომ მოვედი მასპინძელს ვთხოვე, რომ ეჩვენებინდა. ბავშვი გააგზავნეს და არა მხოლოდ მაჩვენეს, თითო გადავკარით კიდეც.დიდებული ნიოვთია და თუ ეს ადგილი დაცულ ძეგნებში შევა ამ თასიანად უნდა შევიდეს, რადგან თასს გააჩნია წარწერა, სადაც შარვაძეთ გვარია მოხსენიებული. სავარაუდოთ მეფე ერეკლეს უნდა ებოძებინა ეს თასი შარვაძეებისათვის. თსი ვერცხლისაა და წარწერის გარდა ქუსლში დამღცა აქვს. მოკლედ თუ იქით მოცვდებით მიდით და ნახეთ. მარნებთნ სულ ახლოს უდიდებულეს და უძველეს ტაძარს ნახავთ თვისი ფრესკებით, ლაპიდარული წარწერებით და ვაზის ჩუქურთმებით.
ქვევრი - 26 მაისი, 2012 - 21:53

სახელდახელო სუფრის, ანუ იგივე "თათარიახნის" შესახებ ერთობ საინტერესო ცნობებს ვხვდებით "ძეგლის მეგობარში". პრინციპში სხვა წყაროებში ასეთი ამომწურავი ინფორმაცია მე ჯერ არც შემხვედრია. ამ შემთხვევაში კი ეს სტატია მართალაც საინტერესოა!
kvevri - 24 მაისი, 2012 - 02:23

mogesalmebot londonidan. gazetshi rom iko es statia, (albat chemi micodebili arascori informaciis gamo) ert adgilze kvevris moculobebshi naxsenebia 2 - 3 itris magivrad 200 - 300 litri, ristvisac vbodishob.
sandro - 23 მაისი, 2012 - 16:27

საგურამოს სანერგის ღვინოებიდან განსაკუთრებით გამოვარჩევდი კაპისტოს, რომელიც ჩემი აზრით საუკეთესო იყო მთლიან ფესტივალზე.(თეთრ მშრალ ღვინოებს შორის).
ალეკო ცქიტიშვილი - 23 მაისი, 2012 - 12:49

ვეთანხმები აისბერგს, 10 % იქნება მაგალითის მიმცემი დანარჩენი 90$-ისთვის, როგორც რამდენიმე წლის წინ ორი-სამი მსხვილი კომპანია გახდა დანარჩენი კომპანიებისთვის მაგალითის მიმცემი, როცა თავიანთი ხარისხიანი პროდუქციით აჩვენებს კონკურენტებს, რომ საჭიროა ხარისხის ამაღლება და არა რუსეთის ბაზარზე ჭყვამპალა და დაავადებული ღვინოების გადატვირტვა! ჩემი აზრით, დაახლოებით მსგავსი პროცესი მიდის ახლა ოჯახურ მარნებში და ეს ბევრად უფრო კარგ შედეგს მოუტანს ქართულ მეღვინეობას რამდენიმე წელიწადში, ვიდრე მსხვილი კომპანიების აღნიშნული ტრანსფორმაცია.
No-spa - 23 მაისი, 2012 - 12:13

ჩელთის და ბაბანეურის ღვინოებმა მეც დამამახსოვრა თავი. კაი ხანს ვუტრიალე ბაბანეურს და კაი ნაცნობობაც გავაბი. კავკასიაში კი არა, ასე თუ იმატა ხალხმა, მალე ბევრს არ დავუდებთ ტოლს!
irakli - 23 მაისი, 2012 - 11:05

ზუსტად ასეთი კაბა აცვია ჯულია რობეტს "ლამაზმანში", პოლოს მატჩზე. (http://www.youtube.com/watch?v=FeRe_NIjqzQ). ნეტა ღვინის ფესტივალზეც ხომ არ ?!. :):):) შესანიშნავი დღე იყო 12 მაისი, აი ისეთი მთელი ცხოვრება რომ გემეხსოვრება. ყოჩაღ,ყოჩაღ,ყოჩაღ,ყოჩაღ,ყოჩაღ, ღვინის კლუბს
Anonymous - 21 მაისი, 2012 - 19:54

მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ჩემთვის თბილისში, მომწონს სიმყუდროვეც და საუცხოო სამზარეულოც(ქართული ფუჟენ). საუბედუროდ არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ ღვინოსთან მიმართებაში-ძალიან სამწუხაროა რომ ამ სეგმენტში ესე მოიკოჭლებენ. სხვათაშორის ცოლიკოური შეიტანეს ასორტიმენტში, მაგრამ არც ისე კარგი(მეტისმეტად მწკლარტე და უსიამოვნოა). სამზარეულოდან ხაჭაპურიტოს(არა ტრადიციული ხაწაპურს) გავუსვამდი კიდევ ხაზს, საუცხოოა თავის სოუსთან ერთად.
aisbergi - 21 მაისი, 2012 - 12:23

ჩემი აზრით კი სწორადაც მოიქცევა თუ არ დაელოდება ამ დაავადებული ღვინის 90%-ის გამოსწორებას. იმ შემთხვევაში თუ დარჩენილი 10%-ს ჯანსაღ ღვინოებს ჩამოასხავენ-რეალიზაციას გაუკეთებენ იმ 90%-ის ნახევარი მაინც, ყოველგვარი თხოვნისა და ძალდატანების გარეშე სასწრაფოდ ეცდება უფრო ხარისხიანი ღვინის დამზადებას, და ათპროცენტიანთა რიგებში მოხვედრას
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული