შამპანური ღვინოების მწარმოებელმა ერთ-ერთმა მსხვილმა და პოპულარულმა სახლმა Moët & Chandon–მა განაცხადა, რომ 2004 წლის მოსავალი ვინტაჟური შამპანურის დამზადებას მოხმარდება და სასმელი წლის ბოლოსთვის გამოჩნდება ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ამ სასმლის შემადგენლობა დღემდე არაა გამჟღავნებული, კომპანია კი მას, ტრადიციულად, ყოველ წელს ცვლის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ღვინო 2005 წლიდან მოყოლებული თავის ლექზე დგას და მისგან, სავარაუდოდ, კლასიკურ შამპანურს ჩამოასხამენ.
კომპანიის ბოლო, 2002 წლის ვინტაჟის შემადგენლობაში შედიოდა: 51% შარდონე, 26% პინო ნუარი და 23% პინო მენიე. ეს ჯიში, როგორც წესი, ვინტაჟური შამპანურისთვის იშვიათად გამოიყენება, თანაც ასეთი პროპორციით, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობს შამპანურის სახლის მესვეურთა პროფესიონალიზმი.
როგორც კომპანიის მეღვინემ აქსელ არომ განაცხადა, მათი ვენახების 2005 წლის მოსავალი ვინტაჟისთვის არ გამოდგება. ,,2005 წელი შესანიშნავი იყო ბორდოსა და ბურგუნდიისთვის, მაგრამ არა შამპანისთვის. წვიმიანი ამინდების გამო მოსავალი ისეთი ხარისხის არაა, რომ სტანდარტული ვინტაჟისთვის ვარგოდეს” – თქვა მან.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი