Home
ქართული | English
ახალი ღვინის ფესტივალამდე დარჩა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

ორგანიზატორი - 12 მაისი, 2012 - 07:31

დღევანდელი დღე შესანიშნავი, მზიანი გათენდა, ღრუბელი ალბათ კიდევ შეიყრება, შესაძლოა პატარა დასცხოს კიდეც, მაისში როგორც იცის ხოლმე. იმედია გუშინდელი წვიმა არ გამეორდება. თუმცა არც მაგის გვეშინია :) დიდება ღვინოს და გვეყო ამინდზე წუწუნი, ყველანი ეთნოგრაფიულში, დღეს დაუვიწყარი დღე იქნება.
ILIA - 11 მაისი, 2012 - 17:58

ამინდი შეიძლება მზიანი არ გამოვიდეს, მაგრამ თვით ღვინო არის მზე. ასე რომ დავეწაფოთ ბუნების საოცრებას(ოღონდ ზომიერად).
ქვევრი - 11 მაისი, 2012 - 15:40

ისეთი პირი უჩანს, რომ ნამდვილად იწვიმებს :) :(
ქვევრი - 11 მაისი, 2012 - 09:31

წარმატებები!
ზურაბ თოფურიძე - 11 მაისი, 2012 - 01:10

:-)) მეგონა ნიშნავდა თანხმობას ჩემამდე ნათქვამი ბოლო კომენტარის ბოლო წინადადებაზე. შემდეგში ავხსნი ხოლმე.
slow - 10 მაისი, 2012 - 19:41

ვინ გიშლით ბატონებო კომპანიების დასახელებას? თუ აქაც ჟურნალისტურ თვითცენზურასთან გვაქვს საქმე?
ალეკო ცქიტიშვილი - 10 მაისი, 2012 - 17:59

არც ასტაფიევი ვარ, არც ზუპი, არც უკრაინელი ბლოგერი და მით უფრო (ღმერთმა დამიფაროს) ხარკოვის ბაზარში ადამიანის ხორცის გამყიდველი, მაგრამ ამ სტატიის უმეტეს ნაწილს სიამოვნებით მოვაწერდი ხელს. იმედია, ვისაც ეხება, გაითვალისწინებს აქ გამოთქმულ შენიშვნებს. რად უნდა უკრაინელი ბლოგერი ამას?! ჩვენც ხომ ვიცით, არიან კომპანიები მილიონობით ბოთლ ღვინოს აწარმოებენ და ელემენტარულად, საკუთარი ვენახი არა აქვთ. სირცხვილი არაა?! და იმის ნაცვლად, კაცს მადლობა ვუთხრათ სიმართლის თქმისთვის, ვლანძღავთ. მადლობა უფალს, სიმართლე არ იკარგება და ვისაც საჭიროა გულზე მოხვდება ამ კაცის სიტყვები.
სეფისკვეროვი - 10 მაისი, 2012 - 17:09

ძალიან კარგი იქნებოდა, ეს უკრაინელი ავტორი ქაქის წამაში მხილებულ კონკრეტულ ღვინის ქარხნებს თუ დაასახელებდა. ასე ჰაერზე ლაპარაკზე ადვილი არაფერია. დაესახელებინა "ძე შეცდომილები" და მოეთხოვა მათგან პასუხი. რომ მოგვდგა და სირიკოები გვეძახა ყველას, არაა ეგ სამართლიანი. ისე კი, ზოგადად პრობლემებზე წერის მომხრე ვარ. მაგრამ, ვინც აშავებს მათი ვინაობა უნდა გაცხადდეს, თორემ ისე ბოდვა გამოდის მართლა
Anonymous - 7 მაისი, 2012 - 01:52

ცოტა გაურკვეველია-"თუ ქვევრის ღვინო, ისევე, როგორც ყველა სხვა ღვინო, უნდა იყოს და იქნება ისეთი, როგორიც მოეწონებათ ამ ღვინის მომხმარებლებს,მაშინ - რატომ უნდა ებრძოლო ბუნებას და ბაზარს?" სანამ ვინმე დაგვცინებს და მიითვისებს- ამ უკაცრავად და რამის "თავის ტკივილად" ქცეულ "ქვევრს",იქნებ მანამდე მოგვეხერხებინა რამე?! მგონი ქვევრის ღვინო კულინარიაზე "ოდნავ" მეტია და ჩვენგან უფრო მეტ ყურადღებას და გაფრთხილებას საჭიროებს!
Anonymous - 7 მაისი, 2012 - 00:51

სიახლეები ზოგადად კი კარგია,არც მთლად საკუთარ "შატოებში"გამოკეტვაა კარგი და არც ის, რომ ყველამ "შატო"დაირქვას. მერე მავანი იკითხავს რავა ყველაფერს ჩვენგან იღებენ,საკუთარი არ გააჩნიათო?!
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული