Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

12 მაისს, გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე

12 მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბი გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით წელს უკვე მესამედ გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
საუკეთესო ოჯახური ღვინოები ღვინის კლუბმა სპეციალურად შეარჩია დეგუსტაციის წესით. მსხვილი კომპანიები, მცირე მარნები და ოჯახები ფესტივალზე ცნობილი და  იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოებს წარმოადგენენ. რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ციცქა, ცოლიკოური, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, კრახუნა, ალექსანდრეული, ჩხავერი, უსახელოური, ხიხვი, ქისი, ალადასტური, ოცხანური საფერე, ძელშავი, მუჯურეთული, ოჯალეში, კუნძა, გრძელმტევანა, ჭუმუტა, ჩიტისკვერცხა  - ამ და სხვა მრავალი დასახელების ახალ ღვინოებს ერთად სხვაგან ვერსად ნახავთ.
ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში კი, ღვინის კლუბის ინიციატივით, ფესტივალი პირველად 2010 წელს ჩატარდა და ათასობით ღვინის გურმანს უმასპინძლა, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ძალიან ბევრ უცხოელ ტურისტსა თუ ღვინის სპეციალისტს. მას შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ მაისის ყოველ მეორე შაბათს ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართებოდა.
ჯიშური მრავალფეროვნების გარდა წლევანდელი ფესტივალი ქვევრის ღვინის სიუხვით იქნება გამორჩეული. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემეცნებით-გასართობი სანახაობა იქნება ჭურის მოხდა და ჭაშნიკი ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ეზოში.
თბილისის მერიის გარდა ახალი ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გაზეთი „24 საათი“, ტელეკომპანია "რუსთავი 2", vinoge.com, რადიო "უცნობი" და ღვინის ისტორიის ფონდი.


© ღვინის კლუბი/vinoge.com



ამ ფესტივალზე შატო თელავი წარმოადგენს თავის ახალ ღვინოს - კაბერნე როზე, დარწმუნებულები ვართ ბევრს მოეწონება ჩვენი სადესერტო ღვინო.


შატო თელავი რატომ ქვია? ციხე-სიმაგრე თელავია? თუ სასახლე თელავი? იქნებ ამიხსნას ვინმემ რატომ არქმევენ ამ ბუნდოვან სახელებს თითქოს ქართული სახელწოდება დალელიყოს. ან მარკეტოლოგი არავისარაყავს ან მრჩეველი კეთილისმსურველი მაინც? შატო მუხრანი, შატო მანავი მოკლედ ყელამდე შატოში ვართ გურჯები :)


ვენახი გვაქვს, ქარხანა გვაქვს, სასტუმროს ვაშენებთ, სახლსაც, თუ სასახლესაც ავაშენებთ და ეგაა შატოც და გორი ციხეც


სიახლეები ზოგადად კი კარგია,არც მთლად საკუთარ "შატოებში"გამოკეტვაა კარგი და არც ის, რომ ყველამ "შატო"დაირქვას. მერე მავანი იკითხავს რავა ყველაფერს ჩვენგან იღებენ,საკუთარი არ გააჩნიათო?!


ეს თემა ხშირად ამოიწევს ხოლმე საიტზე, ამიტომ არ დაიბნეთ, ეს 2012 წლის ნიუსია. წლევანდელი ფესტივალი 10 მაისს ჩატარდება :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული