Home
ქართული | English
ოქტომბერი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხაჭოსა და ნაღების ტორტი

საჭირო მასალა: ცომი: 170 გ ფქვილი, 4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი, 170 გ. შაქარი, 1 მწიკვი მარილი, 4 კვერცხი, 170 გ კარაქი ან მარგარინი.გულსართი:20 გ ჟელატინი, 150 მლ წყალი, 200 გ შაქარი, 10 გ ვანილის შაქარი, 750 გ ცხიმიანი ხაჭო, 1 ლიმონის ცედრა, 50 მლ ლიმონის წვენი, 350 მლ ნაღები.

მომზადება: ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი ფხვნილი, დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და 2 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ მიქსერით. ცომი გადავიტანოთ 28 სმ დიამეტრიან ცხიმწასმულ გვერდებმოსახსნელ ფორმაში და ვაცხოთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. შეგრილებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე. ჟელატინი დავალბოთ წყალში 40 წუთის განმავლობაში. შაქარი, ვანილი და ლიმონის ცედრა ავთქვიფოთ.  ჟელატინი გავადნოთ ლიმონის წვენთან ერთად და შევურიოთ ხაჭოს, დავუმატოთ ათქვეფილი ნაღები. ბისკვიტის ერთი ფენა ჩავდოთ კვლავ ფორმაში, ზემოდან დავადოთ ხაჭოს მასა და შემდეგ კი ბისკვიტის მეორე ნაწილი. ტორტი რამდენიმე საათით შევდგათ მაცივარში, სუფრასთან მიტანის წინ კი მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული