გამოქვეყნებულია: 7 დეკემბერი, 2011 - 11:59

40.00 ლარი
სოფელ არგოხში მოყვანილი ქისის ჯიშის ყურძნიდან დაწურული ქვევრის ტრადიციული ღვინოა. ოქროსფერია, ცოცხალი ღვინოა და როგორც ზოგიერთი სხვა ქისი, ესეც თავმომწონეა და ეფექტური. პირველ რიგში ფორთოხლის ცედრას, ბერგამოტის ჩაისა და კაკლის წენგოს სურნელებს იგრძნობთ. ახალი ღვინოა, ტანინიანი, ძლიერი დაბოლოებით.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
ჩემი აზრით ხოხბის ცრემლების
ავტორი: Tato - 08/12/2011
ჩემი აზრით ხოხბის ცრემლების ღვინოების ფასები გაბერილია
- reply
თანაც უაღრესად გაბერილი
ავტორი: Anonymous - 14/12/2011
თანაც უაღრესად გაბერილი
- reply
არ არის გაბერილი
ავტორი: ალეკო ცქიტიშვილი - 20/12/2011
ჩემი აზრით, მეღვინეს თავისი ღვინო რამდენადაც უღირს და რამდენადაც ყიდის, ფასიც იმდენი უნდა ჰქონდეს. "ხოხბის ცრემლების" ღვინოების ფასს მწარმოებელი ბაზრის მოთხოვნების მიხედვით განსაზღვრავს. როგორც ვიცი, "ხოხბის ცრემლებს" ღვინო გაუყიდავი არ რჩება. შესაბამისად, ფასი სწორად არის შერჩეული.
- reply










