Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა აშშ-ში

ახალი ამბავი არაა, რომ თანდათან ქართული ღვინო დასავლეთის ბაზარზე მკვიდრდება. ღვინის ექსპორტი, როგორც wines of Georgia გვატყობინებს, აშშ-ში 2021 წლიდან 2022 წლამდე 7,18%-ით გიზარდა. ექსპორტი ცხადყოფს, რომ თუ გასულ წელს მიწოდება 881 470 ბოთლი იყო, ახლა ეს რაოდენობა ბოლო ათი თვის განმავლობაში 944 766 ბოთლამდეა გაზრდილი. როგორც Wine industry advisor-ზე ვკითხულობთ ასეთი ზრდა აშშ-ს ბაზრის პრიორიტეტიზაციასა და ქართული ღვინის შესახებ ცნობიერების გაზრდას გულისხმობს. თამარ მეტრეველი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ძალიან მომგებიანი და სასიხარულოა საქართველოსთვის: “ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ქართული სხვადასხვა სტილისა და კატეგორიის ღვინო უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება ამერიკაში და ექსპორტიც იზრდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ამერიკელ ღვინის მოყვარულთა საზოგადოებასთან ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდა.” - აღნიშნავს ის. 

სტატიაში ვკითხულობთ საქართველოში გავრცელებულ ვაზებსა და რთველზე. აქ ძირძველი ვაზის 500-ზე მეტი ჯიშია გაშენებული. 2022 წელს წითელყურძნიანი ვაზი, საფერავი დარჩა ისევ წამყვან ჯიშად, გაიზარდა მოსავლიანობითაც 10%-ით, 81 552-დან 89 655 ტონამდე. თეთრყურძნიანი რქაწითელი წელსაც, ისევე, როგორც შარშან, მეორე ყველაზე გამორჩეულ ჯიშად რჩება მცირე ცვლილებით. თუ 2021 წელს 139 707 ტონა აიღეს, წელს მოსავალი 139 906 ტონა იყო. შემდეგია კახური მწვანე ასევე მაღალი მოსავლიანობით გამორჩეული - შეინიშნება 16%-იანი ზრდა გასულ წელთან შედარებით- შარშან მთლიანობაში 5031 ტონა დაკრიფეს, წელს კი 5817, თუმცა ქისის შემთხვევაში ეს ზრდა 43%-ია. მოსავალი გაიზარდა 2463 ტონამდე 1718 ტონიდან: “Wines of Georgia-ს კამპანიის ყურადღება მიმართულია შეერთებული შტატებისკენ, როგორც სამომავლოდ ცენტრალური ღვინის ბაზრისკენ ძირითადი ვაჭრობის, მედიისა და გავლენის კუთხით.” - აღნიშნა ლევან მეხუზლამ, საგენტოს თავმჯდომარემ. 

ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია ყოველ წელს შეინიშნება. 2021 წელს ღვინო გავიდა მსოფლიოს 62 ქვეყანაში. ექსპორტი გაორმაგდა ინგლისში, იაპონიაში, თურქმენეთში, ნორვეგიაში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბრაზილიაში. ამერიკის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით 2021 წელის იანვარ-სექტემბრის პერიოდში აშშ-ში 3,268მლნ. დოლარის ღვინო იყო ექსპორტირებული, წელს კი ეს რაოდენობა ზაფხულში უკვე 15%-ით იყო გაზრდილი. Wines of Georgia-ს მონაცემებით 2019 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს ღვინის ექსპორტი 93,5 მლნ ბოთლიდან 107 მლნ. ბოთლამდე გაიზარდა, ამერიკის მიმართულებით კი უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში გაყიდული ღვინოების რაოდენობა 29%-ითაა გაზრდილი. სტატიასა და მონაცემებს შეგიძლიათ Wine industry advisor-ის გვერდზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული