Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – გადაცემა “ღვინის გზამკვლევი” (15) 21.12.2012

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთანდაკავშირებით კომენტარს  "ასოციაცია ქართული ღვინის" თავმჯდომარე თინა კეზელი აკეთებს. “დოიჩე ველესთვის” მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის, წლების განმავლობაში არსებული ნეგატიური კონტექსტი უნდა აისახებოდეს ქართველი მეღვინეების ინტერესებსა და არჩევანზე, იმისათვის რომ მათ მხოლოდ რუსული ბაზრის დაკავებაზე არ იფიქრონ. თინა კეზელის თქმით, შეცდომა იქნება თუკი ქართველი მეღვინეები სხვა საერთაშორისო ბაზრებს დატოვებენ და მხოლოდ რუსეთის იმედად დარჩებიან. ის არც იმ ფაქტს ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დეკემბრის ბოლოს რუსი ექსპერტები საქართველოში ჩამოვლენ და ქართული ღვინის ხარისხს შეამოწმებენ.

წარმოების შესამოწმებლად, რუსეთის ზედამხედველობის სამსახურს უკვე ოცდაათმა ქართულმა ღვინისა და მინერალული წყლების კომპანიამ მიმართა, თუმცა გენადი ონიშჩენკოს თქმით, ქართული პროდუქტი რუსეთის ბაზარზე მომავალ წლამდე ვერ დაბრუნდება. ამის მიზეზად, მან 2012 წლის დასრულებამდე დარჩენილი მოკლე დრო დაასახელა, რა დროც სანიტარულ სამსახურს არ ეყოფა იმისათვის, რომ ყველა ქართული კომპანიის ადგილზე შემოწმება მოასწროს. 

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების თემა ბოლო თვეებში ბევრი წამყვანი მედიასაშუალების განხილვის საგანი გახდა. მათ შორისაა ბრიტანული გამოცემა – „დეკანტერი“ და ამერიკის ნაციონალური რადიო. ამ თემების გარდა, დეკანტერი სტატიაში ქართული ღვინის მიერ მოპოვებულ წარმატებებზეც საუბრობს.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

კახელი ფერმერები საქართველოს მთავრობას სომხეთიდან ყურძნის იმპორტის შეჩერებას სთხოვენ. ფერმერების პროტესტი 3 დეკემბრის შემდეგ დაიწყო, როდესაცხელისუფლებამ სომხური სუფრის ყურძნისთვის, ქართული ბაზარი ოფიციალურად გახსნა. კახელიფერმერების ინფორმაციით, ყურძნის იმპორტის გამო,მათსაკუთარ ვენახებში მოკრეფილი ყურძნის რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. გურჯაანელი ფერმერის,მალხაზ ფურცელაძის თქმით, ბაზარში გატანილი ყურძენი ფუჭდება, რაც მოსავალს უსარგებლოს ხდის. ამის გამო, ისინი სამეურნეო საქმიანობისთვის დახარჯული თანხის ანაზღაურებას ვეღარ ახერხებენ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფერმერების პროტესტი არ მიიღო და განაცხადა, რომ სომხური ყურძნის იმპორტზე უარის თქმა პროტექციონიზმი და თავისუფალი ბაზრის სისტემაში ჩარევის მცდელობაა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

 “სამყაროს დასასრულის დღეს” იაპონელები ქართული ღვინით აღნიშნავენ. მოგეხსენებათ, დღეს 21 დეკემბერია და მაიას ტომების გადმოცემით, სამყარო არსებობას წყვეტს, რასაც იაპონელები ნატურალული ღვინით ეგებებიან. ქართული ნატურალური, ქვევრის ღვინის დეგუსტაცია ტოკიოში დღეს გაიხსნა და დღესვე დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, დეგუსტაციაზე მოსული სტუმრები ანტიოქსიდანტებით, პოლიფენოლებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარ ღვინოს დააგემოვნებენ, რაც მათ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ღვინოსთან ერთად ისინი ქართულ საკვებსაც დააგემოვნებენ.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ამერიკულ ბაზარზე აქტიურად დამკვიდრების პერსპექტივებსაცშეეხო. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალი წლიდან  ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მარკეტინგულ პროექტზე მუშაობას დაიწყებს, რაც ქართულ ღვინოს ამერიკულ ბაზარზე უფრო მასშტაბურად წარმოაჩენს. სამინისტროს ინფორმაციით, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრის მრავალფეროვნება, რაშიც არა მხოლოდ რუსეთის ბაზარი, არამედ სხვა საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებაც იგულისხმება.

<<<<<<<<<<<<<< 

ქართველი მეღვინეები ჩინეთში საქართველოს ელჩის - მამუკა გამყრელიძის განცხადებას პასუხობენ. “ჩინეთის ბაზარს ჩვენი წარმოებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს, ამიტომ ქართველი მეღვინეების სტრატეგია ჩინურ ბაზარზე მხოლოდ გამოფენებში მონაწილეობით ნამდვილად არ შემოიფარგლება” , - აღნიშნავს “ქინძმარაული მარნის” დირექტორი დიმიტრი ლებანიძე. ამჟამად მისი კომპანიის ექსპორტის 15-17% ჩინურ ბაზარზე მოდის, რაც დაახლოებით 100 000 ბოთლ ღვინოს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, კომპანიის გეგმის თანახამად, უახლოეს მომავალში 300 000 ბოთლამდე გაიზრდება.

წარმატებულად აფასებს თავის სტრატეგიას კომპანია “თბილღვინოს” დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილიც, კომპანიისა, რომელიც ჩინეთის ბაზარზე 2010 წლიდან დამკვიდრდადა ისეთ მსხვილ ქალაქებს ართიანებს, როგორიცაა - პეკინი და შანხაი. 2012 წელს “თბილღვინოს” ექსპორტის 5% სწორედ ჩინურმა ბაზარმა შეადგინა, რაც დაახლოებით 150 000 ბოთლ ღვინოს მოიცავს.

გეტყვით იმასაც, რომ ქართული ღვინის ექსპორტის საერთო მაჩვენებლის მიხედვით, მიმდინარე წელს, ჩინურ ბაზარზე ერთ მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 500 000 ბოთლით მეტია.

შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას საქართველოს ელჩმა ჩინეთში, ქართველ მეღვინეებს საელჩოსთან მეტი კონტაქტისა და ჩინურ ბაზარზე სტრატეგიული მოქმედებისკენ მოუწოდა.

>>>>>>>>>>>>>>>> 

ჩინური ბაზრის თემას აგრძელებს მომდევნო ამბავიც, რომელიც ცნობილი ფრანგული ბრენდის ლუი ვიტონის მიერ ჩინური ღვინის ბრენდის შექმნას უკავშირდება. ღვინის სფეროში სერიოზული დაინტერესბა ვიტონების მეხუთე თაობის წარმომადგენელს მეღვინე – ქსავიე ლუი ვიტონს ეკუთვნის, რომელმაც ღვინის ბრენდი – XLV დაარსა. ის ღვინოებს სპეციალურად აზიური ბაზრისთვის დაამზადებს და შესაბამისად, სწორედ ამ ბაზრის მომხმარებელთა გემოვნებაზე იქნება გათვლილი, რაც ხილის გამოკვეთილი არომატებითა და ნაკლები ტანინებით მიიღწევა. ქსავიე ლუი ვიტონის ვენახები საფრანგეთის სამხრეთშია გაშენებული, სადაც ის ვაჟიშვილთან ერთად მუშაობს. ამ ვენახებში მოწეული ყურძნიდან მხოლოდ ერთი სახეობს ღვინო – XLV Ventoux მზადდება, დანარჩენ ღვინოებს ვიტონები ბორდოში, შამპანსა და სხვა რეგიონებში მოყვანილი ყურძნისგან ამზადებენ.

<<<<<<<<<<<<<< 

დღეს ტრადიციულად “მარანის” ახალი ნომერი გამოვიდა, სადაც ჟურნალისტი ალეკო ცქიტიშვლი საუბრობს პრობლემაზე, რომელიც ვენახების დეტალური აღწერისა და ვაზის ჯიშების იდეტიფიკაციის არარსებობას უკაშვირდება. მისი თქმით, არსებული სიტუაცია სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა ტრადიციების ინერციით გაგრძელება, როდესაც მთავარი იყო მოსავალის რაოდენობა და არა ხარისხი. მეორე ძირითადი თემა რეკორკინგს, ანუ ღვინის ჭურჭლის ხელმეორედ დაცობის ხელოვნებას ეხება. სტატიაში გაეცნობით საცობების სწორად გამოყენების წესებს და სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებას, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ საცობის არასწორი გამოყენებით გამოწვეული პრობლემები თავიდან აიცილოთ. წინასაახლწლო განწყობას შეგიქნით სტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ საუკეთესო კერძი ფრინველის, განსაკუთრებით კი ინდაურის ხორცისგან.

რეცეპტების რუბრიკა კი საახალწლო კერძების უახლეს რეცეპტებს გაგაცნობთ, მათ შორისაა მაგალითდ – ინგლისური საშობაო პუდინგის მოზადების წესი. მოკლედ არ გამოგრჩეთ, „ვიქენდის“ ყოველკვირეული დამატება „მარანში“ სადღესასწაულო სუფრის მომზადებისთვის საჭირო ბევრ სასარგებლო რჩევას ამოიკითხავთ.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული