Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

სააღდგომო ფუნთუშები

საჭირო მასალა: 350 მლ რძე, 80 გ მარგარინი, 2 ცალი კვერცხი, 2 ს.კ. მშრალი საფუარი, 150 გ სხვადასხვა სახის ჩირი, 1/4 ჩ.კ. მარილი, 2 ჭიქა ფქვილი, 2-3 ს.კ. შაქარი,  მიხაკი, დარიჩინი, ჯავზი – გემოვნებით. 1 ცალი კვერცხის გული.

ვაჟინისთვის – 4 ს.კ. რძე, 2 ს.კ. შაქარი.

მომზადება: ფქვილში ავურიოთ მარილი, 1 ს.კ. შაქარი, სანელებლები და საფუარი. დანარჩენი შაქარი და მარგარინი კარგად გავთქვიფოთ, დავამატოთ კვერცხი და თბილი რძე. თბილი რძიანი მასა შევაზილოთ მშრალ ინგრედიენტებს. ცომი დავდგათ ასაფუებლად. როდესაც აფუვდება, დავყოთ 12 ნაწილად, თითოეულს გულში ჩავუდოთ დაჭრილი ჩირი და მივცეთ მრგვალი ფორმა. ფუნთუშები მოვათავსოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, თითოეულს ზემოდან დანით გამოვსახოთ ჯვარი, წავუსვათ კვერცხის გული და დავაცადოთ, რომ კიდევ ერთხელ ამოვიდეს, შემდეგ შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 20-25 წუთის განმავლობაში. შაქრიტა და რძით მოვადუღოთ ვჟინი და მზა ფუნთუშებს წავუსვათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123