Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

New York times კახეთში მოგზაურობას ურჩევს მკითხველს

ახალი ამბავი არ არის, რომ თანდათან საქართველო უფრო მეტი უცხოური ჟურნალის ობიექტივში ხვდება. ხშირად შეხვდებით სტატიებში სხვადასხვა რეგიონებს, ადგილწარმოშობებსა და მათ ღვინოებს, ამჯერად კი  New York Times კახეთში მოგზაურობას ურჩევს მკითხველს.

სტატიაში გარდა იმისა, რომ ღვინის კულტურაზე, ქარვისფერ ღვინოზე, სამზარეულოსა და ისტორიაზე საუბრობენ, აღნიშნავენ იმასაც, რომ აქ მოგზაურები აუცილებლად აღმოაჩენენ ახალ გემოებს, არომატებს, უძველესი ღვინის დაყენების ტრადიციას კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებიან: “ქართულმა უნიკალურმა მეღვინეობამ, ქარვისფერმა ღვინოებმა, ქვევრმა და შთამბეჭდავმა, ქარიზმატულმა ვაზის ადგილობრივმა ჯიშებმა საბოლოოდ ძალიან დააინტერესა ამერიკელი საზოგადოება. შედეგად, შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტმა ერთ მილიონ ბოთლსაც კი გადააჭარბა” - წერს ავტორი. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც wine enthusiast წერს, ყოველწლიურად ამერიკაში ექსპორტირებული ღვინოების რაოდენობა 29%-ით იზრდება, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. 2022 წლის განმავლობაში მთლიანობაში 994 766 ბოთლი გაიგზავნა, ეს კი შარშანდელთან შედარებით 63 300 ბოთლით მეტია. 

ავტორი კარდანახისა და ვაზისუბნის მამულებზეც წერს: “ღვინის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ ეს სოფლები, აქ ღვინის დეგუსტაციებისას ახალ-ახალ, საინტერესო ღვინოებს აღმოაჩენთ. უმეტესობა ქვევრში, ტრადიციულ თიხის ჭურჭელშია დაყენებული.

გარდა ამისა, სამზარეულოსა და კერძებზეც საუბრობენ: “ადგილობრივი მზარეულები მასტერკლასებს სთავაზობენ სტუმრებს, რომლებსაც ხინკლის მოხვევისა და სხვადასხვა ადგილობრივი კერძების მომზადების სწავლა შეუძლიათ.” უნდა ითქვას ისიც, რომ ქართულ სამზარეულოს ჟურნალმა Saveur-მა ევროპის  შესანიშნავი და შეუცვლელი სამზარეულო უწოდა. Saveur-ის გვერდზე ქართული კერძების მრავალნაირ რეცეპტსაც შეხვდებით. 

საქართველოსა და კახეთის გარდა New York Time-ის გვერდზე აღმოაჩენთ კერელას (ინდოეთში), ტრომსოს (ნორვეგიაში), აკრას (განაში), კენგურუს კუნძულს ავსტრალიაში და კიდევ სხვა რეგიონებს. სტატიას სრულად NY Times-ის გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.