Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხინკალი თელავური (ერეკლესაგან)

ინგრედიენტები:

1 კგ ფარში (საქონელი და ღორი, შეიძლება ცხვარიც დაემატოს!).

1,2 კგ ფქვილი (სასურეველია შინაური რუხი ფქვილი. თუ ვერ იშოვნით, მაშინ "მზეკაბანი").

დაახლოებით 200 გ ხახვი, 2 კბილი ნიორი (მხოლოდ არომატისათვის), შავი პილპილი (ფარშში შეიძლება შავთან ერთად დაფქვილი წითელი წიწაკაც გამოვიყენოთ), ძირა, მარილი.

მომზადების წესი:

1.ცომი: "ძარღვიანი" (მაგარი) ცომი იზილება მარილიან თბილ წყალში!!! მოზელვის შემდეგ ცომს მოვაყრით ფქვილს, გადავაფარებთ ჩაის ტილოს და დაახლოებით ნახევარ საათს "დავასვენებთ". შემდეგ კიდევ ერთხელ გადავზილავთ და ცომი მზადაა!

2. ფარში: თანაბარი რაოდენობით ვიღებთ საქონლის და ღორის ხორცს. ხინკალი რომ წვნიანი გამოვიდეს, სასურველია ღორის მსუქანი ხორცი (არც მთლად ქონი). დავამატოთ ხახვი, ნიორი, ძირა, პილპილი და გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში.

ფარშს აუცილებლად დავასხათ ადუღებული წყალი (ეს ჩემი საიდუმლოა)!!! დავდგათ 5 წუთი და ფარშიც მზადაა.

ხინკლის "მოხვევა" თქვენთვის მომინდვია

© erekle III

 



კვლიავი?


ამ შემთხვევაში ძირა იგივე კვლიავია, უბრალოდ ძირას ბარში ეძახიან და ბოსტანში მოყავთ თესვით, ხოლო კვლიავი მთაში იზრდება ველურად.


xinkali chemi aqilevsis quslia. mec daaxloebiT mase vaketeb, ogond cota qindzs vumateb xome. dzira sheidzleba qondaritac sheicvalos, mtashi ufro magas xmaroben. chemi azrit xinkals ar unda hqondes didi kuchi da sqeli kani (comi)


მე მგოი მოყოლილი ხინკალი უფრო გემრიელია....


მე გუშინ ვიყავი კახეთში და რომ ვუთხარი ეს რეცეპტი, სიცილით მოკვდნენ, ადუღებული წყალი ფარშისთვის კატეგორიულად არ შეიძლება, ვიღაც უცოდინარის დაწერილიაო. მე გავაკეთე ამ რეცეპტით ხინკალი და საშინელი გამოვიდა, იქაური ხინკალი კი ზღაპარი იყო. ფარშს ცივი წყალი უნდა, რომ არ ჩაიშალოს და გემრიელი წვენი ქონდეს. ასე რომ არ გირჩევთ ხალხო ამ რეცეპტის გამოყენებას, არ გამოვა...


"ცომი იზილება მარილიან თბილ წყალში!!!" კატეგორიულად გამაფრთხილეს ცივი წყლით უნდა მოიზილოსო..


უკაცრავად, მაგრამ თქვენ თუ არ გამოგივიდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეცეპტი არ ვარგა. გაგისინჯიათ ჩემი მომზადბული ხინკალი? იქნებ უკეთესია? :)))))))))))))) ეს რეცეპტი ჩემი დიდი პაპისგან გვაქვს ოჯახს, ასე ბევრი ამზადებს კახეთში. სამწუხაროდ, საავტორო კულინარიის ნიმუშს არ წარმოადგენს. :) თუ ვიღაც სხვანაირად ამზადებს - ღმერთმა ხელი მოუმართოს, რა პრობლემაა.. კულინარია იმითაცაა საინტერესო, რომ მრავალფეროვანია. :) თქვენს მასპინძელს, მის მსგავსად, ნამდვილად არ დავუწყებ ტალახის სროლას და მის დონეზე არ დავდგები. ისე, შემიძლია დაგპატიჟოთ და თავად განახოთ, როგორ ვაკეთებთ ხინკალს და როგორი გემო აქვს თავად დარწმუნდებით. :) საკმაოდ ბევრი ნაცნობი გვყავს, ბევრს გავმასპინძლებივართ და ყველას მოსწონს.


თქვენ ისე მოამზადეთ, როგორც გასწავლეს, რეცეპტის სისწორეს კი დავანებოთ თავი - 100 წლის განმავლობაში გამოცდილი რეცეპტია.


ხინკალო კარგო საჭმელო რად არ მოდიხარ ჩვენსაო, გადმოგიღებდი თეფშზედა ჩაგაცურებდი ყელსაო, მერმე ლუდს დავაყოლებდი გავიგრილებდი პირსაო.


Hello, unfortunately I can't read anything what is posted here, but I looking at the pictures I guess it's about hinkali? I have my cooking blog in Lithuanian and would like to have you as guest to my blog. Are you interested? Dalia здравстуйте. К сожалению я немогу прочитать ничего, что написанно здесь, но мне нравятся фото. У меня есть кулинарный блог на литовском языке. Мне бы хотелось пригласить Вас в гости в мой блог с Вашим рецептом. Интересует ли Вас это? Даля


ადუღებულ წყალს არ ვუმატებ ადუღებულს და გაციებულს კი, ისე მშვენიერი რეცეპტია მართლა, ძირა კი ძალიან მაგარია ძირას გარეშე საერთოდ არ გამიკეთებია ხინკალი!! ესენი კაცო ქვეყნის მწვანილს აყრიან შიგ რა უნდა ოხრახუშს ხინკალში? ჩემი დიდი ბებია ველისციხელი ქალი იყო და ყველა ქალიშვილს ასწავლა ეს რეცეპტი 5 ჰყავდა. ხახვს არ ამატებდა შიგ, მე მართალი გითხრათ არ მომეწონა და ხახვს მაინც ვუკეთებ


parshs ar unda adugebuli tskali, tsiv tskalze mzaddeba. dzira ki mtiul xinkals uketeben da aravitari skhva mtsvanili ar aris sachiro. aris xinklis skhva saxeoba: pshavuli, moxevuri rasats tsota sxvagvar parhs uketeben. tore supta mtiul xinkals dzira, marili, shavi tsitsaka da niori unda:)


გთხოვთ ვწეროთ ქართული შრიფტით.



ადუღებული წყალი ფარშს არ კრავს, რის გამოც ის ცომში უფრო გახსნილია. ცივი წყლის შემთხვევაში კი ფარში გუნდასავითაა. რამდენიც არ უნდა ვიდავოთ ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგს ხაოიანი, ხელით მოზელილი ცომი უყვარს, ზოგს კი პრიალა და თეთრი, რომელსაც მაცივარში ყინავენ და პრესით აბრტყელებენ. ასე, რომ კულინარიაც ვითარდება.


გამაგებინეთ ადუღებული წყალი უნდა თუ არაა


ხინკალს რად არ სჭამ კახელო შენკი მოგიტ.... გამზრდელი' ხინკალი ძაან ცხელია ამას მოუტ.... მამზელი...


ხინკალს მთის ქონდარი ' ხახვი' ცოტა ოხრახუში ' წიწაკა რო მწარე კარგად ქონდეს და რაც მთავარია ცომი კაი მოზელილი და ლამაზად მოძვეული იყოს რო ვიზუალურად მადის აღმძვრელი იყოს. და ფარშის მომზადებისას გავითვალისწინოთ ქონი უნდა ქონდეს ცოტა მეტად. რო წვნიანიც და მსუყეც გამოვიდეს.. ეხლაკი გადავიღეე. .


ძირა (ზირა) და კვლიავი არ არის ერთიდაიგივე. ხინკალს უნდა კვლიავი


ერთხელ ცივი წყლით გააკეთეთ ფარში, მეორედ ცხელი წყლით. ასევე ცომიც, თბილითაც მოზილეთ და მომდევნო ჯერზე ცივითაც, ქვლიავითაც ნახეთ, ქონდარით ან რეჰანითაც.... და რომელიც მოგეწონებათ, ის გააკეთ საბოლოოდ.


ერთხელ ცივი წყლით გააკეთეთ ფარში, მეორედ ცხელი წყლით. ასევე ცომიც, თბილითაც მოზილეთ და მომდევნო ჯერზე ცივითაც, ქვლიავითაც ნახეთ, ქონდარით ან რეჰანითაც.... და რომელიც მოგეწონებათ, ის გააკეთ საბოლოოდ.


რამდენი ხინკალი გამოდის მიახლოებით 1 კილო ფარშისგან?


რამდენი ხინკალი გამოდის მიახლოებით 1 კილო ფარშისგან?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.