Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Mundus Vini BioFach 2010

ამას წინათ გამართულ ორგანული ღვინოების საერთაშორისო კონკურს Mundus Vini BioFach 2010-ზე 555 სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი. OIV-ის (ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაცია) მიერ დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, ორგანული ღვინის მხოლოდ 193 ნიმუში აღინიშნა სხვადასხვა მედლით. კონკურსზე, საერთო ჯამში, 3 ,,დიდი ოქროს”, 71 ,,ოქროს” და 119 ,,ვერცხლის” მედალი გაიცა. მედლების ერთი მეოთხედი გერმანულ ღვინოებს ხვდათ წილად. უმაღლესი ჯილდოებითაც სწორედ ამ ქვეყნის ღვინოები აღინიშნა. კობკურსზე უამრავი ქვეყნის ორგანული ღვინოები იყო გატანილი, მათ შორის ალჟირიდანაც კი. ,,დიდი ოქროს” მედალი დაიმსახურა 2009 წლის Riesling Forster Ungeheurer Beerenauslese-მა პფალცის რეგიონიდან. ამ ღვინის ერთი ბოთლი ორმოც ევროზე მეტი ღირს. უმაღლესი ჯილდო მიიღო 2009 წლის ნახევრად მშრალმა Bacchus Thüngersheimer Ravensburg Kabinett-მა ფრანკენის რეგიონიდან და ამავე წლის მშრალმა Riesling trocken Buntsandstein-მა ისევ პფალციდან. საერთოდ, ამ რეგიონის ღვინოებს წლევანდელ კონკურსზე დიდი აღიარება ხვდათ წილად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული