Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გადაჭრილი გორის უახლესი არქეოლოგიური გათხრები

28 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში განახლდა ღვინის კლუბის საჯარო ლექციები. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარმა კურატორმა, არქეოლოგმა მინდია ჯალაბაძემ გადაჭრილ გორაზე ჩატარებული უახლესი არქეოლოგიური გათხრების შესახებ ისაუბრა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ გორა ნამოსახლარებზე არქეოლოგიური გათხრები სათავეს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს. სხვადასხვა პერიოდში ძვ. წ. 5920-5720 პერიოდით დათარიღებულ ნეოლოთური ხანის ნასოფლარებზე მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური აღმოჩენები გაკეთდა. მათ შორის, აღსანიშნავია კულტურული ვაზის ნაშთები - წიპწების სახით, რითაც სათავე დაედო თეორიას, რომ საქართველო ვაზის მოშინაურების უძველესი კერაა.

საბჭოთა პერიოდის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ქვემო ქართლის გორა ნამოსახლარებზე არქეოლოგიური გათხრები შეჩერებული იყო. 2006 წლიდან შესაძლებელი გახდა გათხრების განახლება და სხვადასხვა დროს რამდენიმე ახალი აღმოჩენაც გაკეთდა. წელს არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ერთობლივი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში. პროექტის სახელწოდებაა „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარების კვლევისა და პოპულარიზაციის მიზნით.

მინდია ჯალაბაძის ინფორმაციით, გადაჭრილ გორაზე საველე არქეოლოგიური გათხრები საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ტორონტოს უნივერსიტეტის თანამშრომლობით მიმდინარეობდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიკვლეულია ახალი მასალა, მათ შორის: თიხის ჭურჭლის ნაშთები, ქვის ხელცულები და ხელსაფქვავები, ქვისგან, ნიჟარებისაგან და ცხოველთა კბილებისგან დამზადებული სამკაულები, ძვლის იარაღი, სხვადასხვა სახის ქვისა და ობსიდიანის სახვრეტები, საფხეკები, ნემსები და ა.შ.

არქეოლოგიური კვლევა ინტერდისციპლინურია და მასში მონაწილეობენ პალინოლოგები, გენეტიკოსები, პალეობოტანიკოსები და სხვა დისციპლინების მეცნიერები, რომელთა განსაკუთრებული ყურადღების საგანია ვაზისა და სხვა კულტურული მცენარეების ნაშთები. სხვადასხვა ადგილებიდან აღებულია კერამიკული ჭურჭლის ნარჩენები და მათ გარშემო არსებული მიწა, რომელთა კვლევისას შესაძლებელია, დადგინდეს, არის თუ არა მათზე ყურძნის წვენის ნაშთი. მეცნიერები თავიანთ ახალ დასკვნებს წლის ბოლოს გამოაქვეყნებენ.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის პარალელურად მარნეულის მუნიციპალიტეტის დახმარებით, გაბიონის 90-მეტრიანი ჯებირით გამაგრდა გადაჭრილი გორის ყველაზე პრობლემური მხარე, რომელიც მდინარე შულავერს ესაზღვრება და ათწლეულების განმავლობაში ირეცხებოდა. 

არქეოლოგიურმა გათხრებმა კარგად წარმოაჩინა გადაჭრილ გორაზე არსებული ნეოლოთური ხანის ნამოსახლარის მასშტაბურობა. ამიტომ ბუნებრივად დაიბადა იდეა, რომ აქვე გაკეთდეს ვიზიტორთა ცენტრი და სამუზეუმო სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნება გადაჭრილი გორისა და სხვა გორა ნამოსახლარების არქეოლოგიური გათხრების მასალები. ასევე, მნიშვნელოვანია გადაჭრილი გორის კონსერვაცია და რესტავრაცია, რაც პირველ რიგში, გულისხმობს გათხრების არეალის გადახურვას და დაცვას.

ფოტოები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



მოგესალმებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიესალმება 28 ივნისის ლექციის ორგანიზება - ჩატარებას და თუ გადაჭრილი გორის ან სხვა უძველესი ნამოსახლარების შესახებ მეტი ცნობიერება იქნება ეს კარგია. თქვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია მუნიციპალიტეტის ჩართულობის შესახებ გაბიონის მშენებლობაზე (მნიშვნელოვანია, რომ პროექტის პარალელურად მარნეულის მუნიციპალიტეტის დახმარებით, გაბიონის 90-მეტრიანი ჯებირით) მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტი კი არ დაეხმარა არამედ თვითმმართველობის სრული დაფინანსებით აშენდა გაბიონი.


დიდ მადლობა შენიშვნისთვის, გთხოვთ მოგვწეროთ ზუსტად როგორ ჩავასწოროთ ფრაზა.



სახლის კი არა, სახლების!


ვიდეო ვერ დადეთ?...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული